Sunday, April 24, 2011

...შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო

ჩემო იშვიათად მაკომენტებელო, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით ერთგულო მკითხველო. ამ სადღესასაულო დღეებში განსაკუთრებით მექავება ენა. ყველა ისეთი განაზებულია, გასხივოსნებული, ღმერთთან მიახლოებული, რომ ერთი რამ მინდება მხოლოდ - აღვადგინო თეთრსა და შავს, მარხვასა და მსგებსს, მიტევებასა და განსჯას შორის ასე უღმერთოდ დარღვეული ბალანსი. ამ პოსტს თუ ბოლომდე აიკითხავთ ისეთ ამბებს შეიტყობთ, რომელსაც ფაქტობრივად სახელმიფო საიდუმლოს გრიფით ინახავენ და ერთი ხელის თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა თუ იციან (ბოლოში ტყუილად ნუ გადახტებით - სადღაც გავაზავებ).

პოსტის სათაური? - ასთი ხალხური თქმა არსებობს მათ მიმართ, ვინც გარემოებებს აბრალებს გარკვეულ ჩავარდანასა თუ სტაგნაციას და გეოგრაფიულ კოორდინატებში ლივლივით ლამობს პანაცეის მონახვას. რა, ვთქვა აბა... ნამდვილად გამიხარდება თუ დიორის 60 ლისთავისა და დიორში გალიონოს 10 ლისთავისთვის მიძღვნილ საიუბილეო ჩვენების პარალელურად, რომელიმე ქართველი დიზაინერი დაგეგმავს შოუს, მაყურებელსაც აართმევს და აღიარებასაც მოიპოვებს პარიზის მოდის კვირეულზე. თუმცა, არ მგონია ამის საფრთხე უახლოეს მომავალში გველოდეს. მითუმეტეს, რომ ამის გამოცდილება ახლო არსულში უკვე გვქონდა: ირაკლი ნასიძემ ჩაიდინა ასეთი საქციელი და ცარიელ დარბაზში აჩვენა კოლექცია რამდენიმე ლის ინ. ბიი ისეთი ნაგლია, რომ მხოლოდ იმას ვოცნებობ, მქონდეს მისი ნაგლობა და ყველაფერი ის, რაც უკვე მაქვს.

თემას დავუბრუნდეთ. რიგმა ქართველი დიზაინერებისა ამასინათ გამოაცხადა - საქართველოში მოდის კვირეულს აზრი არ აქვს, არც ბაიერები ჩამოდიან, არც სეზონისთვის შეკერვას აქვს აზრი, ამდენ ხანს კოლექციებს ვერ გავაჩერებთ და ზამთრის სეზონის კვირეულზე ზაფხული უნდა გავაკეთოთ, რომ მალე გაიყიდოსო (evrica!). ისიც თქვეს, რომ ქართული ბაზარი ძალიან პატარაა და ხალხს არ აქვს იმის ფუფუნება ჩვენი ქმნილებები შეიძინონო. ამიტომაც უნდა გავარღვიოთ საზღვრები და ჩვენი ნიი უკრაინელ და ყაზახ მოდნიცებს შევანთხიოთო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ”მიეცით ნისა გზა ფართო” (დღეს რაღაც აფორიზმების გუნებაზე ვარ).

როგორც უკვე მოგიყევით ანუკიბოოლამ კოლექცია კიევში აჩვენეს. მათი მეგობრები კი ამბობენ, რომ დიდი გამოხმაურება და არმატება ხვდათ ილადო, მაგრამ მე მაინც ”ფიცი მამს და ბოლო მაკვირვებს” (ა კიდევ). ამჯერად მათ გადაყვიტეს კიდევ ერთხელ ეცადათ ბედი, ამჯერად  - ყაზახეთში. გზის გამკვალავად ქეთი ჩხიკვაძე მოგვევლინა. მან, ინა სეზონის კოლექცია ალმატიში (ყოფილი ალმა-ატა) ავთანდილთან ერთად ბრენდით KA აჩვენა. ელს ისინი დამოუკიდებლად არდგნენ ყაზახი პუბლიკის ინაშე და ყვილების კატეგორიაში ანუკი-ბიოლას დაუთმეს ადგილი.

ამ უკანასკნელებზე არაფერს აღარ ვიტყვი, რადგან ზუსტად ის კოლექცია ჩაიტანეს, რაც კიევში ჰქონდათ. განსხვავება იმაში იყო, რომ ანუკის მეუღლის უხილავი ხელი ყაზახეთის სტეპებამდე ვერ გავდა - ჩვენებას არც ვინმეს ლაივი ედო ფონად და არც ბუდა ბარი დაუქირავეს after party-სთვის. რა თქმა უნდა არც იმხელა გაშუქება ჰქონდათ, როგორც კიევში. ერთად-ერთმა ბლოგერმა აღნიშნა, რომ კოლექცია მოეონა, თუმცა მაქქუინს ჰგავდაო (ჩემი აზრით ეს შეფასება ერთის მხრივ გადაარბებულია, მეორეს მხრივ დიდი შემოქმედის ხსოვნას შეურაცხყოფს).

ახალი ლოგო მოუგონიათ

ქეთი ჩხიკვაძეზე თქვეს, რომ ”ტარებადი” კოლექცია იყოო. ქეთიმ თავისი თბილისური ჩვენების გამხსნელი მოდელიდან, რაც პეპიტას ქსოვილი მორჩა კაბა შეკერა, დანარჩენი კი სრულიად უღიმღამო, გრავიტაციის ძალის ცუდად მაჩვენებელი კაბები (აი ისეთი, მარტო 10-A-ში შეკრებილი მოსკოვში მაცხოვრებელი ქართველი ლამაზმანები რომ ატარებენ) აჩვენა. ხო და კიდევ, კასკადირებული ბევეულის მოსასხამებიც უხვად გაიყოლა თბილისური ჩვენებიდან.





ავთანდილმა ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი კოლექცია არმოადგინა. რა ვთქვა, თავად განსაჯეთ. მე მის კოლექციას პირობითად 2 ნაილად დავყოფდი: 

ასეთები


და ასეთები:




ესეც ფინალური მოდელი



მოკლედ, ასეთი აღმოჩნდა ქართველი დიზაინერების ლაშქრობა. ისე, საინტერესოა რა ბედი ეია ჩუბიკას მიერ კულტურის მინისტრის თანხლებით ხელმოერილ ხელშეკრულებას პიერ კარდენთან. ამბობენ, რომ მას მერე, რაც ჩუბიკას თავდაპირველი მოონების შემდეგ მაქქუინის პლაგიატი უპოვნეს, მას პარიზში ჩასვლა, ესკიზების ორიგინალების არდგენა და სიტუაციაში გარკვევა მოუიაო. ამის შემდეგ მას შესთავაზეს, რომ საკუთარი ფინანასებით შექმნას კოლექცია (რაც 200 000 დოლარი დაუჯდება), რომლიდანაც ნახევარს ამოირჩევენ და პიერ კარდენი გაყიდის რითეილში, ხოლო დანარჩენს კი ლეიბლი Pierre Cardin by Chubika მიეკერება და მხოლოდ საქართველოში იქნება მისი გავრცელება შესაძლებელიო. რომელი დიზაინერი დათანხმდებოდა ასეთ პირობას? ჩუბიკა. ის დათანხმდა და ახლა თანხების მოძიების პროცესშია. სხვათა შორის პიერ კარდენი სხვა დიზანირებსაც ეძებს იგივე პრინციპით. მაგალითად, ერთ-ერთ დიზაინერს ყაზახეთის ურალიდან პარიზის მოდის კვირეულზე ჩვენების მასპინძლობა შესთავაზა.

...
რადგანაც თქვენი ყურადღება ყაზახეთის მოდის კვირეულზე ქართველი დიზაინერების კოლექციებზე შევაჩერე, ვფიქრობ სამართლიანი იქნება, ქართულ მოდას ოდნავ ავცდე და ყაზახეთის მოდის კვირეულზეც გითხრად ორიოდ სიტყვა.

ის უკვე მეათე წელია იმართება. მისი დამაარსებელი და პროდიუსერია საიატ დოსიბაევი, A.K.A. საი, რომელიც ერთი წლის წინ თბილისის მოდის კვირეულზე იყო სტუმრად ჩამოსული. მაშინ ის ზოგიერთ ადგილობრივ დიზაინერთან ერთად ხშირად მოძრაობდა და მათ დიდი ენთუზიაზმით ეპატიჟებოდა ყაზახეთში. 


კვირეულმა წელს ვენიუ შეიცვალა და Almaty Towers-ში გადიანცვლა. ბალრუმი 880 დამსწრეზეა გათვლილი. სპონსორებიც უხვად ჰყავთ. თუმცა, ვერ ვიტყვოდი, რომ ამან გავლენა მოახდინა კოლექციების უმეტესობაზე, რომელიც წარმოდგენილი იყო. უკომენტაროდ გთავაზობთ.

Aigul Kassymova

Aida Kaumenova

Christophe Guillarmé პარიზიდან

Ciao Bella

Clarisse Hieraix პარიზიდან

ICA by  Maunela Conti იტალიიდან

InsideOut and Lesautres (Алексей Чжен Саят Досыбаев) სწორედ ესაა საის ჩვენება

IQ Fashion (ფონში ვხედავთ ავთოს მენეჯერ ზურას შავ სათვალეში)

Jado

Jaka

Kamila Kurbani

Kenje

Kuralai (როგორც ჩანს არც იქაური მოდელები უჩივიან ცელულიტის უქონლობას)

Lariya

დებიუტი: Mechanical Piano (Айгуль Куандыкова) - დეტალი: მიხატული თვალები

Salta

Sergei Shaburin

დებიუტი: Sofiann

Sweet dream by Svetlana Kushnerova - ფონში ისევ ზურა

winter fantasy - პოდიუმის მარცხნივ ავთანდილის გამოსული თავი
აი ასეთი პუბლიკა დადის ყაზახეთის მოდის კვირეულზე:


ასეთიც ურევია:


 ჰყავთ თავიანთი ირმა შარიქაძეც:


თუმცა ფაქტია, რომ ავტორიტარიზმი მოდაზე დადებითად უფრო მოქმედებს, ვიდრე პირიქით (ჩაცმის კოდი, პერფექციონიზმი, იერარქია, და ბევრი სხვა ატრიბუტი ფაქტიურად ”გოს-ზაკაზში” სვავს მოდას, რისი ტენდენცია ჩვენშიც შეინიშნება). მსყიდველობის გაცილებით მაღალუნარიან ყაზახებს არაფერი ეტყობათ იმისა, რომ უახლოეს მომავალში მათ თანამემამულეთა მიერ ნაარმოები პროდუქცია დააინტერესებთ. ისინი სიამოვნებით იხდიან დიდ ფულს უცხოურ ბრენდებში.

ამიტომაც გაურკვეველი რჩება თუ რისთვის გაემგზავრნენ ყაზახეთის მოდის კვირეულზე ჩვენი დიზაინერები. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვით ყაზახი ბლოგერები  (Katherine Gribanovskaja) ასეთ რამეს წერენ:


Про сами коллекции. Как и было обещано - много ярких цветов, трикотажа, легких тканей, использование которых обусловлено, скорее, местными реалиями, чем мировыми требованиями к коллекциям сезона FW. Дело в том, что отечественные дизайнеры шьют на внутренний рынок, если не сказать на "местный" =  алматинский, т.е. в небольших объемах. Поэтому выпускать осеннюю, а тем более зимнюю коллекцию за сезон - не просто не имеет смысла, но и накладно - такой "проходимости" одежды просто не будет, а это - торможение денежного оборота... Ну да ладно.


Thursday, April 21, 2011

გიგო გაბაშვილი: NU თუ HOMO NOVUS?

20 აპრილს რუსთაველის თეატრში დიდი გამოფენა გაიმართა. გაზეთ ”პრაიმ ტაიმის” ორგანიზებით ქართული რეალისტური მხატვრობის ფუძემდებლის გიგო გაბაშვილის უცნობი ფოტონამუშევრები გამოიფინა. გარდა ფოტონამუშევრებისა გამოფენილი იყო მხატვრის ფერერული ტილოები და მისი პირადი ნივთები. ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი, რომელიც ”პრაიმ ტაიმის” ერთ-ერთი რეპორტაჟის მზადებისას მიგნებულ აღმოჩენას და მხატვრის ცხოვრებას გვიყვებოდა. 

დაირის უკან მოამბორე ქალები ეროვნულ ტანსაცმელში (ტრადიციებს და სამშობლოს გვართმევენ)
ეს გამოფენა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ აქამდე ცოტა თუ ვინმემ იცოდა, რომ გაბაშვილს ამ მოცულობის ფოტო არქივი ჰქონდა დატოვებული. აღმოჩენის მოულოდნელობამ შემფასებლებს საკმარისი დრო არ დაუტოვა კომპეტენტური კომენტარების გასაკეთებლად. ამბობდნენ, რომ ეს არის NU ჟანრის ფოტოგრაფია, რომელიც იმ დროისთვის რევოლუციური და ევროპასთან ფეხადგმული განვითარების მაჩვენებელია. იმასაც ამბობდნენ, რომ ქართველი მან რეი აღმოაჩინეს. 

ქალის სხეულის სრული ჩამოშოება სტერეოტიპული გენდერული როლისგან
მე მაინც მგონია, რომ ეს არ იყო  NU ჟანრის ფოტონამუშევრები, ვინაიდან არც ერთ ფოტოში (გარდა ერთისა) არ შეინიშნება მცდელობა სხეულის და არა ხასიათის შეცნობისა. მეტიც, ამ ფოტოებიდან მრავალი მხოლოდ ფერერული ნამუშევრების შესაქმნელად იყო გამოყენებული. გაბაშვილიც არ არის მან რეი, რადგან ის რეალისტია და არც დადაისტებთან პოულობს ბევრ საერთოს.

ეს არ არის NU
არც ეს, ვინადიან ეს ქალი, რომელიც გასაბერ თოჯინას ჰგავს პრიქვე იმიტომ გდია, რომ სახე არ გამოუჩნდეს
აი ის ერთი ფოტოც, რომელიც შემიძლია ნადვილ NU-ს მივაკუთვნო
ამაში თავისთავად ცუდი ნამდვილად არაფერია. მეტიც, ბევრს მეტყველებს ადამიანის მოხერხებაზე, რომელმაც თავი დაიმკვიდრა საკუთარი ნიისა და მოეხერხებულობის მეშვეობით მხურვალე კაპიტალიზმის მხურვალე ბოლშევიზმით შეცვლის ეპოქაში. ქართველებისთვის ბევრის მასავლებელია გაბაშვილის გამოცდილება. მაშინ, როდესაც არ არსებობდა ამდენი სასავლებელი, რომელიც ასე უხვად არიგებს სტიპენდიებს და კერძო მეცენატების კეთილ ნებაზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული, მან მოახერხა და შეიძინა სრულფასოვანი განათლება და ფოტოაპარატი, რომლითაც ის ქმნიდა ”ჩანახატებს”, რის მიხედვითაც დღეს უკვე შედევრებად აღიარებული ორიენტალისტურ ტილოებს ქმნიდა. მან ქართველებისთვის ასეთი არადამახასიათებელი ”ჟილკით” დაიმკვიდრა თავი, როგორც ეშმარიტ Homo Novus-ს სჩვევია.


ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ვერასდროს ვიპოვნით შესაბამის ათვლის ერტილს, რათა ეს აღმოჩენა შევაფასოთ. არ გამიკვირდება თუ ამ აღმოჩენის სიდიადესაც დავით აღმაშენებლამდე და თამარ მეფემდე დაიყვანენ. ალბათ, სორედ ამიტომ მალავდა გაბაშვილი თავის ტექნოლოგიურ ინოვაციებს - ქართველები ვერ გაიგებდნენ. ვერ გაიგებდნენ იმასაც, თუ როგორ შეიძლებოდა ამხელა აკადემიის რექტორ კაცს ლესბოსურ ალუზიებზე ეფიქრა. ვერ გაიგებდნენ და არც გააგებინა. მან 100 ლის შემდეგაც მოახერხა და კიდევ ერთხელ დაიმკვიდრა თავი.


დღეს კი აღმოვაჩინეთ და ვამაყობთ იმით, რაც მას საამაყოდ სულაც არ მიაჩნდა. არადა რამდენი რამეა საინტერესო ამ აღმოჩენაში. არქიტექტურა, კოსტიუმი, ფენოტიპები და კიდევ ვინ მოსთვლის რა აღარ. იმედს ვიტოვებ, რომ ”პრაიმ ტაიმი” შეძლებს ეს აღმოჩენა გაამართლოს - შესაძლებლობას მისცემს შესაბამისი სფეროს მკვლევარებს, რომ სიღრმისეულად გადახარშონ ეს მასალა.

თუ გაინტერესებთ, რატომ გადავყვიტე ამ ინფორმაციის მოდის ბლოგზე გაზიარება, გეტვით: ეს ნამუშევრები დიდი ინფორმაციას ატარებენ იმ ეპოქის კოსტიუმის, ქსოვილის, სტილის, ლუქის, ფოტო მოდელინგის და მოდისთვის დამახასიათებელი სხვა მრავალი ატრიბუტის შესახებ.


Monday, April 18, 2011

შშშ: შიკი, შოკი და შემაღლება: ვესტალკები

ესეც მეორე პოსტი დანაშაულის სრული გამოსყიდვისათვის. თანაც ისეთ რამეებს დავერ, სხვისგან რომ ვერ გაიგებთ. ჯერ იყო და თბილისის მოდის კვირეული ამოტივტივდა, თან რატომღაც რადიო აფხაზეთის ხმის თანამონაილეობით. მერე იყო და იგივე რადიომ (ორგანიზაცია ”მედიაცენტრის” სახით) ფრანგი მოდისა და ხელოვნების ისტორიის პედაგოგის და შეთავსებით ბექსთეიჯ ფოტოგრაფის ვენსან ლაპარტიენის გამოფენა შემოგვთავაზა.

საგამოფენო სივრცე
 ადგილი კარგი შეარჩიეს. ”კანატკის” ქვედა, უფუნქციოდ დარჩენილი სადგური. არ ვიცი გახსოვთ თუ არა - ძალიან ლამაზი ოვალური გალერეაა, რომლის ვერანდაზეც (საიდანაც 1988 ელს ტრაგიკულად ჩამოვარდნილი საბაგიროს კაბინაში აღმოჩნდებოდით) ორი, ერთმანეთის პარალელური სპირალით მოხვდებით. ვგონებ, ეს შენობა ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავია თბილისში.

ვინტაჟ მანქანაც დააყენეს სრული იმპროვიზაციისათვის
სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ფოტოგრაფმა გამოფენის აქ გაკეთება. კიბეებთან გაძლიერებული დაცვა დაგვხვდა. თან ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებით დაკომპლექტებული. ნუ, შემდეგ როგორც ვნახეთ საქართველოს პირველი ლედი და თაკო სალაყაიაც იქ იყვნენ და ყველაფერი გასაგები გახდა.

ვენსან ლაპარტიენი საკუთარ გამოფენაზე (Vincent Lappartient)
რატომ მოხდა ფოტოგრაფი თბილისში დაახლოებით იმ ისტორიას ჰგავს, მაგნუმს რომ ფოტოები დაუკვეთეს. ანუ სახელმიფოს ძალისხმევით (რომელიც ”მედიაცენტრის” მართვაში აშკარა მონაილეობით დასტურდება) ვენსანი თბილისის სხვადასხვა ადგილს ათვალიერებდა ფრანგულენოვანი სამოგზაურო გზამკვლვისთვის Portraits de Villes. ეს ინტერეს-ტურისტებისთვის შექმნილი არაპაპსა იგნებია, რომელიც ქალაქების ალტერნატიულ სახეს ყიდის. თბილისის გამოცემა შემოდგომაზე იქნება და პრეზენტაცია პარიზში, ლონდონსა და ნიუ იორკში შედგება.

ვენსანი პარიზის რამდენიმე მოდის სკოლაში ასწავლიდა მოდისა და ხელოვნები ისტორიას, მათ შორის Mod’Art-ში. ახლა IFM-ში (Institute Francaise de la Mode) მოღვაეობს.

დამაინტერესა რამ ჩამოატანინა გამოფენა თბილისში. მითხრა, რომ როდესაც ეს შენობა ნახა მასპინძლებს გაანდო სურვილი, რომ ოდესმე აქ გამოფენა გაეკეთებინა. მასპინძლებმა ნამდვილი ქართული თავგამოდების წყალობით ”ოდესმე” გაიგეს, როგორც ძალიან მალე და მოუწყვეს კიდეც გამოფენა. სელებრითები, პატივცემული გვამები, პრესა და სასმელი ბლომად იყო. რაც შეეხება თავად გამოფენას რამდენიმე ფოტო მომეწონა (ფოტოგრაფი შანელის და დიორის, აგრეთვე სხვა სახლების შოუებზე იღებს ბექსთეიჯს). საინტერესო ინსტალაციები იყო დარქრუმის ტიპის პატარა ოთახებში. ამ ყველაფერს კი ფონად ალექსანდერ მაქსველის მიერ შექმნილი მუსიკა მიჰყვებოდა.

ლეგერფილდი ვენსანის ობიექტივში (ლაგერფილდერი რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ვერსიით)






ინსტალაცია
ეს ის ალექსანდერ მაქსველია, რომელმაც მომავალ თბილისის მოდის კვირეულზე მუსიკალური უზრუნველყოფა  უნდა გაუკეთოს დეფილეებს. იგი მის ორ კოლეგასთან ერთად მუშაობს. მათ ტრიოს Modef ჰქვია და პარიზისა და ნიუ იროკის ჩვენებებისთვის ქმნიან მუსიკას. თბილისის მოდის კვირეულზე 12-ვე დიზაინერს სორედ ისინი გაუკეთებენ მუსიკალურ გაფორმებას.

ალექსი ამბობს, რომ მისთვის ”რანუეის” მუსიკა 12-დან 15-მდე უთში მოთხრობილი ისტორიაა. ის ამ ისტორიას დიზაინერთან ერთად თხზავს და შოუს განუყოფელ ნაილად მიიჩნევს. დიზაინერი მას ტემპოს, ფერებ და სივრცეს აძლევს, ის კი რის და კერავს, ოღონდ არა ქსოვილს, არამედ მუსკას. მას იმის ამბიციაც აქვს, რომ განათებს არტისტებთან კოლაბორაციას შეძლებს.

მას უკვე ჰყავს ფავორიტი დიზაინერი - თამუნა ინგორიყვა.

ალექს მაქსველი (Alexander Maxwell), თამუნა ინგოროყვა (დიზაინერი), დალი ჩიტალაძე (მაღაზია Prive-ს დირექტორი)
როგორც ჩანს ისიც ამ მარაქაში გაერია. ისიც ჩანს, რომ თბილისის მოდის კვირეული ნელ-ნელა ზოგიერთი სამინისტროს (გვარს არ დავასახელებ) ბიუჯტზე შეჯდება. პრინციპში გონივრული სვლაა, ესაა თბილისის მოდის კვირეულის პასუხი საქართველოს მოდის კვირეულს, რომელსაც პარლამენტის სპიკერის გავლენით ბევრი კარი გაეხსნა თავის დროზე. ფაქტობრივად გამოდის, რომ მოდის კვირეულებს შორის კონკურენცია ქართულ სახელმწიფოებრივ აზროვნებასაც გადაედო და ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის კონკურენციის ერთგვარ მეტაფორად მოგვევლინა.

ვენსანი და ალექსი თბილისის მოდის კვირეულზეც ითანამშრომლებენ. ვენსანი ვორქშოფის გამართვასაც ფიქრობს. მანამდე კი იგი თავის გამოფენას სამი სიტყვით ასე ახასიათებს: შიკი, კონტრასტი ბექსთეიჯის ტრეშ ამბიანსსა და სილამაზეს შორის, და ელევაცია. ამ უკანასკნელზე შენობის არქიტექტურიდან გამომდინარე ალექსმა მიანიშნა. თავადაც საკმაოდ ელევირებული ჩანდა (კრუშონი!), რაც გრატო პასაჟში გამართული ვეულების დროს პეპელასთან ერთად ტოპლეს ცეკვითაც გამოხატა.

გულყია გაღეღილი ალექსი და აზღუდდაფჩენილი პეპელა