Monday, April 18, 2011

შრომამ შექმნა მოდა

მოკლედ ძალიან დაგეკარგეთ, მაგრამ დანაშაულს ერთდროულად ორი პოსტით გამოვისყიდი.

გასულ კვირას ეკა ხოფერიას ”აუდიტორია” კვლავ ქართულ მოდას დაეთმო. მონაწილეობდნენ საქართველოს მოდის კვირეულზე გამოყვანილი დიზაინერები, ორგანიზატორები, სამოდელო სააგენტოების ხელმძღვანელები, ჟურნალისტები და ჯიჯი. 

მოკლედ, მსჯელობა ძველი პრობლემების ძველებურად გაშუქებას ვერ გასცდა. ისევ იმაზე წუწუნი, რომ ცოტას უხდიან მოდელებს, რომლებიც თავის მხრივ ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტს, რომ არ არსებობს მოდის კომპეტენტური კრიტიკა, რომ წინა დღით მთავრდება კოლექციაზე მუშაობა და შესაბამისად ხარისხის კონტროლი შეუძლებელია უკვე ძალიან მოსაბეზრებელია. 

ჩამოგყავთ კრიტიკოსები? იქნებ მათ ბლოგებზე მაინც შეიხედოთ და ნახოთ ვინ მოსწონთ და რას წერენ მათზე. მაგალითად ნუნცია (რომელსაც ქართულად სახელი ნარგიზად უთარგმნეს) რამდენიმე ქართველ დიზაინერზე და მარკო კორსოს კოლექციაზე წერს. და არამარტო ამაზე, არამედ რუსთაველის თეატრის სარდაფის, ყოფილი ”ქიმერიონის” ფრესკებზეც. 

საინტერესო პოლემიკა გაიშალა მოდელების დაბლოკვასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ ამსა-ს მოდელი ეთო ვაშაკიძე კასტინგზე დაბლოკეს. მიზეზად მომატებული
წონა დასახელდა. ბლოკებს ძირითადად ნინო ცქიტიშვილი არტყავდა (მას თავისი სააგენტო აქვს, თუმცა კასტინგზეც ის იყო პასუხისმგებელი). ისიც ცნობილია, რომ ჯიჯი (რომელიც ამსა-ს წარმოადგენს) დიდი სკანდალით დაემუქრათ ბლოკს თუ არ მოხსნიდნენ ეთოს. საბოლოო ჯამში ეთოს ხილვა საკუთარ პოდიუმზე თითქმის ყველა დიზაინერმა ისურვა. ია კიწმარიშვილი აშკარად გაბრაზებული იყო ცქიტიშვილზე - რამენჯერმე კონკრეტული გოგოს მაგალითიც წამოაძახა. 


იმედი იმანაც გამიცრუა, რომ ეკამ აუდიტორიაში მსხდომი ორი ჟურნალისტი მოდის კრიტიკოსად წარადგინა - როგორ არ არსებობენ, აგერ ბატონოო. თაკო ალავიძის ”ლიბეარლისთვის” დაწერილმა ბლოგმა ისედაც ვერ დამიკმაყოფილა ”მოდის კრიტიკოსისგან” მოსალოდნელი ჟინი. იმასაც გავიხსენებ, რომ ”ლიბერალმა” უცებ გაპაპარაცება გადაწყვიტა და ფოტორეპორტაჟი შემოგვთავაზა People რუბრიკის სტილში. თუმცა ძალიან მაზალო კი გამოუვიდათ, რადგან გადაღებულთა შორის (და ყველა მათგანი ძალიან ცნობილია ამ სფეროში) ერთი ორს თუ მიაწერეს სახელი. შე დალოცვილო თუ პრეტენზია გაქვს, რომ ასეთი გაშუქება გააკეთო მაშინ ის მაინც უნდა იცოდე ვის უღებ სურათს და რისთვის. 


მოკლედ ვერაფერი საინტერესო ამ ”კრიტიკოსებმა” ვერ გვითხრეს. ძალიან კი დამწყდა გული. მგონია, რომ უკეთესი იქნებოდა თუ ჩემ კოლეგა ბლოგერებს მიიწვევდნენ. მაგალითად ნინა გორეცკის და თაა-ს. მაგრამ რა გაეწყობა. შემდეგისთვის ეკას უნდა მივანიშნოთ, რომ არც მისი ჟურნალია ფეშენებელური და არც ის ორი სიმპატიური გოგონა ერკვევა მოდის კრიტიკაში. 


საბოლოოდ ყველა იმაზე შეთანხმდა, რომ ყველას მხრიდან აუცილებელია შრომა, შრომა და ისევ და ისევ შრომა. რავი, კრეატივი ბლომად გვაქვს და ზარმაცები ვართო (მუაჰაა).

1 comment:

  1. მოკლედ ვერაფერი საინტერესო ამ ”კრიტიკოსებმა” ვერ გვითხრეს. ძალიან კი დამწყდა გული. მგონია, რომ უკეთესი იქნებოდა თუ ჩემ კოლეგა ბლოგერებს მიიწვევდნენ. მაგალითად ნინა გორეცკის და თაა-ს. მაგრამ რა გაეწყობა. შემდეგისთვის ეკას უნდა მივანიშნოთ, რომ არც მისი ჟურნალია ფეშენებელური და არც ის ორი სიმპატიური გოგონა ერკვევა მოდის კრიტიკაში.


    ვაიმე დიდი მადლობაააააააა

    ReplyDelete