Showing posts with label დადა. Show all posts
Showing posts with label დადა. Show all posts

Saturday, May 14, 2011

ფუ, ტურიზმი, ანუ ფუტურისტი ტურისტები

უჰ, რამდენი ხანი გავიდა, რაც არაფერი დამიწერია. მომიტევეთ. ამ დღეებში რამდენიმე პოსტს გპირდებით, ჩემი ღრმა რწმენით - ერთი მეორეზე საინტერესოს.
დავიწყოთ ძველის გახსნებით (რადგან ახალი და კარგი გასახსენებელი ჯერაც ბევრი არაფერია).

გამოფენის ერთ-ერთი აფიშა, სადაც ფუტურისტულ დადაისტური ჟურნალი H2SO4-ია დაანონსებული (სხვათაშორის რეპრინტი იყიდება იქვე)
ამ დღეებში, ლიტერატურის მუზეუმში ძალიან საინტერესო გამოფენა მიმდინარეობს. აქვე გეტყვით, არ ვაპირებდი ამ თემაზე დაპოსტვას, მაგრამ თეატრის კოსტიუმების იმდენი ესკიზი ვნახე, თანაც ქართული მხატვრობის კლასიკოსების მიერ შესრულებული, რომ მაინც გადავწყვიტე დამეწერა.

ბევრი ჩემი მკითხველისთვის ცნობილია (ამის დიდი იმედი მაქვს), რომ 1920-იან წლებში თბილისი ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენის ცენტრი იყო. მთელი რუსეთის იმპერიიდან წითელ ტერორს გამოქცეული მხატვრები და ლიტერატორები სწორედ თბილისში იყრიდნენ თავს. ამას ისიც ემატებოდა, რომ ”სენადალეული” ახალგაზრდა მხატვრებიც დაბრუნდნენ ქალაქში. ქალაქი მაშინ მშვიდად არ ცხოვრობდა. აქაც დიდი იყო ბოლშევიკური ტერორი. თუმცა, არტისტების დარდი იმხანად ჯერ არავის ქონდა. სოწრედ მაშინ ფუნქციონირებდა სალონი ”ქიმერიონი” რუსთაველის თეატრის სარდაფში. სწორედ მაშინ გახურდა ქართული ”დადა”, მაშინ ელენე ახვლედიანი ჯერ კიდევ არ ხატავდა თბილისის ბალკონებს, დავით კაკაბაძე კი იმერეთის პეიზაჟებს.
ჯერ არ იყვნენ დახვრეტილი ”ცისფერყანწერლები” და 28 წლის გენიოსი პეტრე ოცხელი. ჯერ არ იყო ხელვნება რეჟიმის გემოს დამორჩილებული. ისინი ახერხებდნენ და ამ ყველაფერს ახორციელებდნენ - თეატრში, კინოში, პუბლიცისტიკაში. ისინი მაშინ გიჟები იყვნენ - აკეთებდნენ იმას, რაც სურდათ.

თბილისი მაშინ ფუტურიზმის და ავანგარდის ნამდვილ მექად იქცა. ეს იყო ტურისტული დესტინაცია ძალიან მაგარი ტიპებისთვის. დღესაც, თბილისი ის ქალაქია, რომელსაც ”უყვარხართ” და გელით, როგორც ტურისტს. თუმცა, თავად განსაჯეთ ის და ეს თბილისი, როგორც ფუ-ტურიზმის ადგილი.

აგერ ფოტოებიც. ზედმეტი თხრობით თავს არ შეგაწყენთ - მინდა იმის ნაწილი სიამოვნება მაინც მიიღოთ, რაც მე იქ მისვლისას განვიცადე. და კიდევ, ეს გამოფენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს რამდენიმე დღით და აუცილებლად მიდით, არ ინანებთ!

ელენე ახვლედიანის ”დრაგკინგული” პრიკიდი

მარცხნივ ლადო გუდიაშვილის პერფორმანსი პარიზში, კაფე როტონდა წინ; მარჯვნივ მიხეილ ჭიაურელი მიუნხენში (როგორი იყო და მერე სტალინისთვის ”ბერლინის დაცემას” გადაიღო)

კირილ ზდანევიჩის ფუტურისტული ვარიაციები

საბჭოთა შაბათობებისთვის მიძღვნილი წიგნის ძალიან იკონური დიზაინი

ქართული ავანგარდული ფილმების რეტროსპექტივა

არტ ჟურნალის ყდის ილუსტრაციები

ფიროსმანი, პიკასოს მიერ შესრულებული გრაფიკა

კინოჟურნალის ყდა

ილია ზდანევიჩის მიერ პარიზში, 1928 წელს შექმნილი კოსტიუმი

მიხეილ ჭიაურელი

ეს მგონი პეტრე ოცხელის ესკიზია

ძალიან ბევრი ესკიზებია მიმოფანტული ავტორის მითითების გარეშე

ესეც ოცხელი უნდა იყოს

ემა ლალაევას ეკსიზები

გუდიაშვილის ესკიზები

გუდიაშვილი

გუდიაშვილი

პეტრე ოცხელის სცენოგრაფია და ფილმის მხატვრობა (კ.ფ. ”მფრინავი მღებავისთვის”)

პეტრე ოცხელი მხატვრობით შექმნილი დეკორაცია