Monday, April 18, 2011

შშშ: შიკი, შოკი და შემაღლება: ვესტალკები

ესეც მეორე პოსტი დანაშაულის სრული გამოსყიდვისათვის. თანაც ისეთ რამეებს დავერ, სხვისგან რომ ვერ გაიგებთ. ჯერ იყო და თბილისის მოდის კვირეული ამოტივტივდა, თან რატომღაც რადიო აფხაზეთის ხმის თანამონაილეობით. მერე იყო და იგივე რადიომ (ორგანიზაცია ”მედიაცენტრის” სახით) ფრანგი მოდისა და ხელოვნების ისტორიის პედაგოგის და შეთავსებით ბექსთეიჯ ფოტოგრაფის ვენსან ლაპარტიენის გამოფენა შემოგვთავაზა.

საგამოფენო სივრცე
 ადგილი კარგი შეარჩიეს. ”კანატკის” ქვედა, უფუნქციოდ დარჩენილი სადგური. არ ვიცი გახსოვთ თუ არა - ძალიან ლამაზი ოვალური გალერეაა, რომლის ვერანდაზეც (საიდანაც 1988 ელს ტრაგიკულად ჩამოვარდნილი საბაგიროს კაბინაში აღმოჩნდებოდით) ორი, ერთმანეთის პარალელური სპირალით მოხვდებით. ვგონებ, ეს შენობა ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავია თბილისში.

ვინტაჟ მანქანაც დააყენეს სრული იმპროვიზაციისათვის
სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ფოტოგრაფმა გამოფენის აქ გაკეთება. კიბეებთან გაძლიერებული დაცვა დაგვხვდა. თან ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებით დაკომპლექტებული. ნუ, შემდეგ როგორც ვნახეთ საქართველოს პირველი ლედი და თაკო სალაყაიაც იქ იყვნენ და ყველაფერი გასაგები გახდა.

ვენსან ლაპარტიენი საკუთარ გამოფენაზე (Vincent Lappartient)
რატომ მოხდა ფოტოგრაფი თბილისში დაახლოებით იმ ისტორიას ჰგავს, მაგნუმს რომ ფოტოები დაუკვეთეს. ანუ სახელმიფოს ძალისხმევით (რომელიც ”მედიაცენტრის” მართვაში აშკარა მონაილეობით დასტურდება) ვენსანი თბილისის სხვადასხვა ადგილს ათვალიერებდა ფრანგულენოვანი სამოგზაურო გზამკვლვისთვის Portraits de Villes. ეს ინტერეს-ტურისტებისთვის შექმნილი არაპაპსა იგნებია, რომელიც ქალაქების ალტერნატიულ სახეს ყიდის. თბილისის გამოცემა შემოდგომაზე იქნება და პრეზენტაცია პარიზში, ლონდონსა და ნიუ იორკში შედგება.

ვენსანი პარიზის რამდენიმე მოდის სკოლაში ასწავლიდა მოდისა და ხელოვნები ისტორიას, მათ შორის Mod’Art-ში. ახლა IFM-ში (Institute Francaise de la Mode) მოღვაეობს.

დამაინტერესა რამ ჩამოატანინა გამოფენა თბილისში. მითხრა, რომ როდესაც ეს შენობა ნახა მასპინძლებს გაანდო სურვილი, რომ ოდესმე აქ გამოფენა გაეკეთებინა. მასპინძლებმა ნამდვილი ქართული თავგამოდების წყალობით ”ოდესმე” გაიგეს, როგორც ძალიან მალე და მოუწყვეს კიდეც გამოფენა. სელებრითები, პატივცემული გვამები, პრესა და სასმელი ბლომად იყო. რაც შეეხება თავად გამოფენას რამდენიმე ფოტო მომეწონა (ფოტოგრაფი შანელის და დიორის, აგრეთვე სხვა სახლების შოუებზე იღებს ბექსთეიჯს). საინტერესო ინსტალაციები იყო დარქრუმის ტიპის პატარა ოთახებში. ამ ყველაფერს კი ფონად ალექსანდერ მაქსველის მიერ შექმნილი მუსიკა მიჰყვებოდა.

ლეგერფილდი ვენსანის ობიექტივში (ლაგერფილდერი რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ვერსიით)






ინსტალაცია
ეს ის ალექსანდერ მაქსველია, რომელმაც მომავალ თბილისის მოდის კვირეულზე მუსიკალური უზრუნველყოფა  უნდა გაუკეთოს დეფილეებს. იგი მის ორ კოლეგასთან ერთად მუშაობს. მათ ტრიოს Modef ჰქვია და პარიზისა და ნიუ იროკის ჩვენებებისთვის ქმნიან მუსიკას. თბილისის მოდის კვირეულზე 12-ვე დიზაინერს სორედ ისინი გაუკეთებენ მუსიკალურ გაფორმებას.

ალექსი ამბობს, რომ მისთვის ”რანუეის” მუსიკა 12-დან 15-მდე უთში მოთხრობილი ისტორიაა. ის ამ ისტორიას დიზაინერთან ერთად თხზავს და შოუს განუყოფელ ნაილად მიიჩნევს. დიზაინერი მას ტემპოს, ფერებ და სივრცეს აძლევს, ის კი რის და კერავს, ოღონდ არა ქსოვილს, არამედ მუსკას. მას იმის ამბიციაც აქვს, რომ განათებს არტისტებთან კოლაბორაციას შეძლებს.

მას უკვე ჰყავს ფავორიტი დიზაინერი - თამუნა ინგორიყვა.

ალექს მაქსველი (Alexander Maxwell), თამუნა ინგოროყვა (დიზაინერი), დალი ჩიტალაძე (მაღაზია Prive-ს დირექტორი)
როგორც ჩანს ისიც ამ მარაქაში გაერია. ისიც ჩანს, რომ თბილისის მოდის კვირეული ნელ-ნელა ზოგიერთი სამინისტროს (გვარს არ დავასახელებ) ბიუჯტზე შეჯდება. პრინციპში გონივრული სვლაა, ესაა თბილისის მოდის კვირეულის პასუხი საქართველოს მოდის კვირეულს, რომელსაც პარლამენტის სპიკერის გავლენით ბევრი კარი გაეხსნა თავის დროზე. ფაქტობრივად გამოდის, რომ მოდის კვირეულებს შორის კონკურენცია ქართულ სახელმწიფოებრივ აზროვნებასაც გადაედო და ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის კონკურენციის ერთგვარ მეტაფორად მოგვევლინა.

ვენსანი და ალექსი თბილისის მოდის კვირეულზეც ითანამშრომლებენ. ვენსანი ვორქშოფის გამართვასაც ფიქრობს. მანამდე კი იგი თავის გამოფენას სამი სიტყვით ასე ახასიათებს: შიკი, კონტრასტი ბექსთეიჯის ტრეშ ამბიანსსა და სილამაზეს შორის, და ელევაცია. ამ უკანასკნელზე შენობის არქიტექტურიდან გამომდინარე ალექსმა მიანიშნა. თავადაც საკმაოდ ელევირებული ჩანდა (კრუშონი!), რაც გრატო პასაჟში გამართული ვეულების დროს პეპელასთან ერთად ტოპლეს ცეკვითაც გამოხატა.

გულყია გაღეღილი ალექსი და აზღუდდაფჩენილი პეპელა

3 comments:

  1. პატივცემული გვამები

    ვგიჟდები ამ ხალხზე :დ :დ :დ

    ReplyDelete
  2. dzaan minda gavigo vinc wers am yvelafer, mgonia rom am adamians ubralod gemovneba ar aqvs da ar icis vin rogor unda gaakritikos, sheidzleba tbilisshi ar aris jansagi kritika da eg kargi iqneba magram vfiqrob rom uketesi formit unda iyos mowodebuli da ara sie rogorc am blogze, ufro zizgi da bogma etyoba am blogis avtors vidre vinmes gakritikebis survili, dzana borotulad aris gadmocemuli yvelaferi, da dzana bevri araswori informaciaaa, vfiqrob rodesac modaze wer da akritikeb dizainerebs vfiqrob rom tvit avtorsac unda gaachndes odnav mainc gemovneba romelic am blogis avtors ar aqvs, da ubralod is mainc unda icodes rom firuzisferi da mwvane dzalian gansxvavdeba ertmanetisagan, da kidev bevri sxva ram

    ReplyDelete
  3. ბატონო გოლა,

    დიდ მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის. გამოდის, რომ ამ ბლოგს ვინმე მაინც კითხულობს. პრინციპში გემოვნება აქ არაფერ შუაშია - ყველა შეფასება მოტივირებულია გარკვეული კრიტერიუმით. მეორე საკითხია, რამდენად მიესადაგება ეს კრიტერიუმი კოლექციის ან შოუს კრიტიკას. თუ გვეტყვით თქვენ მოსაზრებებს ამა თუ იმ ჩვენებასთან დაკავშირებით ძლიან დაგვავალებთ. მაგალითად რომელი ჩვენების შეფასებაში არ გვეთანხმებით.

    რაც შეეხება ფირუზისფერს და მწვანეს: აბსოლუტურად გეთანხმებით. ფირუზუსფერი არაერთგვაროვანი ფერია და შეიძლება ერთნაირი წარმატებით გადმოსცემდეს ცისფერ და მწვანე ვარიაციებსაც. თუმცა, ეს ქართულში ხდება ასე. რაც შეეხება საერთაშორისო კლასიფიკაციას - ფირუზისფერი ორ ფერს შეიძლება გადმოსცემდეს: ტურკუაზსა და აკვამარინს. ჩემი აზრით თქვენი კოლექცია Pearl Mystic Turquoise-სა და Medium Aquamarine-ს შორის იყო. იხილეთ ფერის განსაზღვრება ვიკიპედიაზე: აკვამარინი: http://en.wikipedia.or/wiki/Aquamarine_%28color%29
    ტურკუაზი:http://en.wikipedia.org/wiki/Turquoise_%28color%29

    თუ ძირითადი ფერებით ვიმსჯელებთ ის მაინც მწვანე უფროა, ვიდრე სხვა ნებისმიერი ფერი. თუ კონკრეტული ტონალობით ვიმსჯელებთ - ამაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

    აგრეთვე ძალიან მოხარული ვიქნები თუ გვეტყვით კონკრეტულად რომელი შეფასება არ მოგეწონათ. ჩვენც ისევე გვინდა კრიტიკა, როგორც თქვენ. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

    და კიდევ თუ შეიძლება მოგვწერეთ რა მიგაჩნიათ არასწორ ინფორმაციად. დიდი სიამოვნებით გამოვასწორებთ ხარვეზს. ბოლოს და ბოლოს ამ ინფორმაციის ბევრი წყარო არაოფიციალურია და ხშირად მისი გადამოწმება ფიზიკურად შუეძლებელია. ყოველ ასეთ ინფორმაციას წინ ასეთი დათქმა უძღვის ხოლმე ”როგორც ბოროტი ენები ამბობენ” და ა.შ. რა ვქნათ ოფიციალურად ძალიან მწირ ინფორმაციას გვთავაზობენ...

    პატივისცემით

    Style Pimp

    ReplyDelete