Thursday, April 21, 2011

გიგო გაბაშვილი: NU თუ HOMO NOVUS?

20 აპრილს რუსთაველის თეატრში დიდი გამოფენა გაიმართა. გაზეთ ”პრაიმ ტაიმის” ორგანიზებით ქართული რეალისტური მხატვრობის ფუძემდებლის გიგო გაბაშვილის უცნობი ფოტონამუშევრები გამოიფინა. გარდა ფოტონამუშევრებისა გამოფენილი იყო მხატვრის ფერერული ტილოები და მისი პირადი ნივთები. ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი, რომელიც ”პრაიმ ტაიმის” ერთ-ერთი რეპორტაჟის მზადებისას მიგნებულ აღმოჩენას და მხატვრის ცხოვრებას გვიყვებოდა. 

დაირის უკან მოამბორე ქალები ეროვნულ ტანსაცმელში (ტრადიციებს და სამშობლოს გვართმევენ)
ეს გამოფენა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ აქამდე ცოტა თუ ვინმემ იცოდა, რომ გაბაშვილს ამ მოცულობის ფოტო არქივი ჰქონდა დატოვებული. აღმოჩენის მოულოდნელობამ შემფასებლებს საკმარისი დრო არ დაუტოვა კომპეტენტური კომენტარების გასაკეთებლად. ამბობდნენ, რომ ეს არის NU ჟანრის ფოტოგრაფია, რომელიც იმ დროისთვის რევოლუციური და ევროპასთან ფეხადგმული განვითარების მაჩვენებელია. იმასაც ამბობდნენ, რომ ქართველი მან რეი აღმოაჩინეს. 

ქალის სხეულის სრული ჩამოშოება სტერეოტიპული გენდერული როლისგან
მე მაინც მგონია, რომ ეს არ იყო  NU ჟანრის ფოტონამუშევრები, ვინაიდან არც ერთ ფოტოში (გარდა ერთისა) არ შეინიშნება მცდელობა სხეულის და არა ხასიათის შეცნობისა. მეტიც, ამ ფოტოებიდან მრავალი მხოლოდ ფერერული ნამუშევრების შესაქმნელად იყო გამოყენებული. გაბაშვილიც არ არის მან რეი, რადგან ის რეალისტია და არც დადაისტებთან პოულობს ბევრ საერთოს.

ეს არ არის NU
არც ეს, ვინადიან ეს ქალი, რომელიც გასაბერ თოჯინას ჰგავს პრიქვე იმიტომ გდია, რომ სახე არ გამოუჩნდეს
აი ის ერთი ფოტოც, რომელიც შემიძლია ნადვილ NU-ს მივაკუთვნო
ამაში თავისთავად ცუდი ნამდვილად არაფერია. მეტიც, ბევრს მეტყველებს ადამიანის მოხერხებაზე, რომელმაც თავი დაიმკვიდრა საკუთარი ნიისა და მოეხერხებულობის მეშვეობით მხურვალე კაპიტალიზმის მხურვალე ბოლშევიზმით შეცვლის ეპოქაში. ქართველებისთვის ბევრის მასავლებელია გაბაშვილის გამოცდილება. მაშინ, როდესაც არ არსებობდა ამდენი სასავლებელი, რომელიც ასე უხვად არიგებს სტიპენდიებს და კერძო მეცენატების კეთილ ნებაზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული, მან მოახერხა და შეიძინა სრულფასოვანი განათლება და ფოტოაპარატი, რომლითაც ის ქმნიდა ”ჩანახატებს”, რის მიხედვითაც დღეს უკვე შედევრებად აღიარებული ორიენტალისტურ ტილოებს ქმნიდა. მან ქართველებისთვის ასეთი არადამახასიათებელი ”ჟილკით” დაიმკვიდრა თავი, როგორც ეშმარიტ Homo Novus-ს სჩვევია.


ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ვერასდროს ვიპოვნით შესაბამის ათვლის ერტილს, რათა ეს აღმოჩენა შევაფასოთ. არ გამიკვირდება თუ ამ აღმოჩენის სიდიადესაც დავით აღმაშენებლამდე და თამარ მეფემდე დაიყვანენ. ალბათ, სორედ ამიტომ მალავდა გაბაშვილი თავის ტექნოლოგიურ ინოვაციებს - ქართველები ვერ გაიგებდნენ. ვერ გაიგებდნენ იმასაც, თუ როგორ შეიძლებოდა ამხელა აკადემიის რექტორ კაცს ლესბოსურ ალუზიებზე ეფიქრა. ვერ გაიგებდნენ და არც გააგებინა. მან 100 ლის შემდეგაც მოახერხა და კიდევ ერთხელ დაიმკვიდრა თავი.


დღეს კი აღმოვაჩინეთ და ვამაყობთ იმით, რაც მას საამაყოდ სულაც არ მიაჩნდა. არადა რამდენი რამეა საინტერესო ამ აღმოჩენაში. არქიტექტურა, კოსტიუმი, ფენოტიპები და კიდევ ვინ მოსთვლის რა აღარ. იმედს ვიტოვებ, რომ ”პრაიმ ტაიმი” შეძლებს ეს აღმოჩენა გაამართლოს - შესაძლებლობას მისცემს შესაბამისი სფეროს მკვლევარებს, რომ სიღრმისეულად გადახარშონ ეს მასალა.

თუ გაინტერესებთ, რატომ გადავყვიტე ამ ინფორმაციის მოდის ბლოგზე გაზიარება, გეტვით: ეს ნამუშევრები დიდი ინფორმაციას ატარებენ იმ ეპოქის კოსტიუმის, ქსოვილის, სტილის, ლუქის, ფოტო მოდელინგის და მოდისთვის დამახასიათებელი სხვა მრავალი ატრიბუტის შესახებ.


4 comments:

  1. დადაისტებთან


    DADAIZMI - chemi studentobisa :D :D :D

    mxolod rcheulni mixvdebian am komentaris shinaarss :D :D :D

    ReplyDelete
  2. am blogis avtori dzaan mravalmxriv ganvitarebuli adamiania !!!

    me piradad mxatvrobisgan dzalian shors var :( verc shefasebebs gavaketebdi da verc daskvnebs gamovitandi

    ReplyDelete
  3. დიდი მადლობა ჩემო თანამკითხველო :-)

    ReplyDelete
  4. აბსოლუტურად გეთანხმები, რომ მეტი იყო ხასიათის ექსპრესია ნიუსთან შედარებით :) ისე აღტაცებული ვიყავი გუშინ, რომ სამჯერ დავათვალიერე ორივე დარბაზი )) ნახატებში ვიყავი მხოლოდ ერთხელ )

    ReplyDelete