Saturday, May 14, 2011

ფუ, ტურიზმი, ანუ ფუტურისტი ტურისტები

უჰ, რამდენი ხანი გავიდა, რაც არაფერი დამიერია. მომიტევეთ. ამ დღეებში რამდენიმე პოსტს გპირდებით, ჩემი ღრმა რმენით - ერთი მეორეზე საინტერესოს.
დავიყოთ ძველის გახსნებით (რადგან ახალი და კარგი გასახსენებელი ჯერაც ბევრი არაფერია).

გამოფენის ერთ-ერთი აფიშა, სადაც ფუტურისტულ დადაისტური ჟურნალი H2SO4-ია დაანონსებული (სხვათაშორის რეპრინტი იყიდება იქვე)
ამ დღეებში, ლიტერატურის მუზეუმში ძალიან საინტერესო გამოფენა მიმდინარეობს. აქვე გეტყვით, არ ვაპირებდი ამ თემაზე დაპოსტვას, მაგრამ თეატრის კოსტიუმების იმდენი ესკიზი ვნახე, თანაც ქართული მხატვრობის კლასიკოსების მიერ შესრულებული, რომ მაინც გადავყვიტე დამეერა.

ბევრი ჩემი მკითხველისთვის ცნობილია (ამის დიდი იმედი მაქვს), რომ 1920-იან ლებში თბილისი ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენის ცენტრი იყო. მთელი რუსეთის იმპერიიდან ითელ ტერორს გამოქცეული მხატვრები და ლიტერატორები სორედ თბილისში იყრიდნენ თავს. ამას ისიც ემატებოდა, რომ ”სენადალეული” ახალგაზრდა მხატვრებიც დაბრუნდნენ ქალაქში. ქალაქი მაშინ მშვიდად არ ცხოვრობდა. აქაც დიდი იყო ბოლშევიკური ტერორი. თუმცა, არტისტების დარდი იმხანად ჯერ არავის ქონდა. სორედ მაშინ ფუნქციონირებდა სალონი ”ქიმერიონი” რუსთაველის თეატრის სარდაფში. სორედ მაშინ გახურდა ქართული ”დადა”, მაშინ ელენე ახვლედიანი ჯერ კიდევ არ ხატავდა თბილისის ბალკონებს, დავით კაკაბაძე კი იმერეთის პეიზაჟებს.
ჯერ არ იყვნენ დახვრეტილი ”ცისფერყანერლები” და 28 ლის გენიოსი პეტრე ოცხელი. ჯერ არ იყო ხელვნება რეჟიმის გემოს დამორჩილებული. ისინი ახერხებდნენ და ამ ყველაფერს ახორციელებდნენ - თეატრში, კინოში, პუბლიცისტიკაში. ისინი მაშინ გიჟები იყვნენ - აკეთებდნენ იმას, რაც სურდათ.

თბილისი მაშინ ფუტურიზმის და ავანგარდის ნამდვილ მექად იქცა. ეს იყო ტურისტული დესტინაცია ძალიან მაგარი ტიპებისთვის. დღესაც, თბილისი ის ქალაქია, რომელსაც ”უყვარხართ” და გელით, როგორც ტურისტს. თუმცა, თავად განსაჯეთ ის და ეს თბილისი, როგორც ფუ-ტურიზმის ადგილი.

აგერ ფოტოებიც. ზედმეტი თხრობით თავს არ შეგაყენთ - მინდა იმის ნაილი სიამოვნება მაინც მიიღოთ, რაც მე იქ მისვლისას განვიცადე. და კიდევ, ეს გამოფენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს რამდენიმე დღით და აუცილებლად მიდით, არ ინანებთ!

ელენე ახვლედიანის ”დრაგკინგული” პრიკიდი

მარცხნივ ლადო გუდიაშვილის პერფორმანსი პარიზში, კაფე როტონდა ინ; მარჯვნივ მიხეილ იაურელი მიუნხენში (როგორი იყო და მერე სტალინისთვის ”ბერლინის დაცემას” გადაიღო)

კირილ ზდანევიჩის ფუტურისტული ვარიაციები

საბოთა შაბათობებისთვის მიძღვნილი წიგნის ძალიან იკონური დიზაინი

ქართული ავანგარდული ფილმების რეტროსპექტივა

არტ ჟურნალის ყდის ილუსტრაციები

ფიროსმანი, პიკასოს მიერ შესრულებული გრაფიკა

კინოჟურნალის ყდა

ილია ზდანევიჩის მიერ პარიზში, 1928 წელს შექმნილი კოსტიუმი

მიხეილ იაურელი

ეს მგონი პეტრე ოცხელის ესკიზია

ძალიან ბევრი ესკიზებია მიმოფანტული ავტორის მითითების გარეშე

ესეც ოცხელი უნდა იყოს

ემა ლალაევას ეკსიზები

გუდიაშვილის ესკიზები

გუდიაშვილი

გუდიაშვილი

პეტრე ოცხელის სცენოგრაფია და ფილმის მხატვრობა (კ.ფ. ”მფრინავი მღებავისთვის”)

პეტრე ოცხელი მხატვრობით შექმნილი დეკორაცია

3 comments:

  1. http://2.bp.blogspot.com/-fKquTMmlp-E/Tc5kEDt6eDI/AAAAAAAAAGs/1s6sTPR-RcE/s1600/gudiashvili2.JPG
    ეს ოცხელია და არა გუდიაშვილი :>

    ReplyDelete
  2. აბა როგორ გითხრათ გუდიაშვილი იყო მითითებული. კურატორს მოკითხეთ. თუმცა მაინც მგონია, რომ გუდიაშვილი რომც არ იყოს - შანსი არაა, რომ ოცხელი იყოს. საერთოდ არაფერ შუაშია ოცხელის სტილთან. მაინც იმედი მაქვს, რომ ვცდები...

    ReplyDelete
  3. "yachagi jariskaci Shveiki" shegidzliad gadaxedot am spektaklis eskizebs, an ubralod ocxelis shemoqmedebas gaecnot normalurad :D

    ReplyDelete