Tuesday, October 18, 2011

Georgian Fashion Week Spring Summer 2012: იყო და არ იყო რა...


ოჰ, რა მძიმე ამოცანის წინაშე დამაყენეთ რომ იცოდეთ. ძალიან მეძნელება საქართველოს ბოლო მოდის კვირეულზე სერიოზულად დავწერო. ბოლო იმიტომ, რომ მაკა მეტრეველმა გაზეთ „პრაიმ-ტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უკვე განაცხადა, რომ გადაწყვიტა შეწყვიტოს მსოფლიო პოდიუმების მტვრის ყლაპვა და დიასახლისობას დაუბრუნდეს (ანუ ქველმოქმედებით დაკავდეს). ის კი ამბობს, რომ მის გარდა კიდევ ორი დამფუძნებელი ჰყავს კომპანიას, თუმცა მგონია, რომ იმ ორ დამფუზნებელს მაკას გარეშე რომ შეძლებოდათ ამ პროექტის განხორციელება მაკას ნამდვილად არ მიიწვევდნენ თავის რიგებში. მაკას წასვლით საქართველოს მოდის კვირეულის განაჩენი გამოტანილია. არ მგონია, რომ ის გაგრძელდეს. თუმცა, მაკა წინა ორ კვირეულზეც ამბობდა ბოლოაო, მაგრამ ისე მოხდა, რომ დღემდე მოვიდა. ვნახოთ...

რაც შეეხება ამ კვირეულს, აქაც იყვნენ განსაკუთრებული სტუმრები ისევ და ისევ Société Anonyme-ის წყალობით. თუმცა, ამან კვირეულს ვერაფრით უშველა და კითხვაზე „როგორ ფიქრობთ კვირეული შედგა?“ ყველა ერთხმად პასუხობდა - „კვირეული შეგვდგა“. დიახ, კვირეული და მონაწილე დიზაინერები შეგვდგნენ და სულ წიხლები გვირტყეს ძალიან მოკლე პოდიუმიდან. ჯერ იყო და გაურკვეველი გახსნა შემოგვთავაზეს სუხიშვილებით, ცუდი ყველით, მაურინა ბერიდზის მუსიკალური გაფორმებით, მოდისგან ძალიან შორს მდგარი საქორწილოდ გამოწყობილი პუბლიკით. მერე კი კლუბ Two Side-ში ვიღაცის დაბადების დღის მაგვარი წვეულება მოაწყვეს. წვეულებამდე ხინკლის სუნი უნდა გაგევლო, რომ ჯეოსტარელი ნოდიკოსა და სალომეს სიმღერებით დამტკბარიყავი. ასეთივე სტილში გაგრძელდა უცხოელი სტუმრების ყველა დანარჩენი საღამო - ხინკალი, ხინკალი და არაფერი ხინკლის გარდა. სტუმრების ნახევარი მოწამლულ-დახოცილები ეყარნენ ნომრებში და ვინაიდან სანახავი დიდად არც არაფერი ყოფილა, ნახევარ ჩვენენბებზე მეტი არც უნახავთ. 

კოლექციებზე რა მოგახსენოთ. ძალიან ცუდი კოლექციები აჩვენეს გოგა ნიქაბაძემ და ნინო კაჭარავამ. იმდენად ცუდი, რომ ცნობილი ჟურნალისტი და რედაქტორი გოდფრი დინი ხელებს ასავსავებდა დაამთავრეთ ჩვენებაო. არაფრისმთქმელი კოლექციები აჩვენეს Salle de Mode-მა (სალომე ამანათაშვილი), ალექსანდრ არუთუნოვმა (A.K.A. საშა ლაჟოლიმ) და ფიქრია გელენიძემ. საშუალო კოლექციები აჩვენეს თეონა ელიზბარაშვილმა და ქეთი ჩხიკვაძემ. ამ უკანასკნელს სულ მინდა ვკითხო თვითონ თუ ჩაიცმევდა იმას, რასაც  აკეთებს, რადგან, როგორც წესი ძალიან გემოვნებიანი ქალბატონია. ყველაზე ნორმალური ატელიე ინფორმალის და აკა ნანიტაშვილის კოლექციები იყო. აკასთან ერთი შენიშვნა გამიჩნდა, მკვდარი ცხოველები და ლაბადები რომ მოეხსნა გაცილებით კარგი კოლექცია იქნებოდა. თანაც კასტილიდან მტრედზე გადასვლა პერფორმანსში არც ისეთი ძლიერი ეფექტის მქონეა. რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვზე, რომელიც მგონია, რომ პოდიუმზე არ უნდა დადიოდეს. ავთანდილზე რა ვთქვა აბა. კიბატონო ძალიან ხარისხიანი, ფერადი, შეკრული კოლექცია იყო, მაგრამ ცოტა მეძველმოდურა და მეკეკელკა. მე მაგ კოლექციას ლონდონში არ წავიღებდი (ასე გეგმავს). 

ცალკე აღნიშვნის ღირსია, აზერბაიჯანის პრეზიდენტის კუზინას - ფახრია ხალაფოვას კოლექციას, რომელსაც დავარქმევდი „ავარია ტრავესტი კლუბში“. ყველას გვახსოვს მის მიერ წინა კვირეულზე წარმოდგენილი ზიზილ-პიპილო კოლექცია. ძალიან ცუდია, რომ წელს შოურუმი არ გააკეთეს (რაღაც ალისა საოცრებების ქვეყანაში გამოფენით იყო მეორე დარბაზი დაკავებული) და ვერ მოვახერხეთ ამ ქმნილებებთან შეხება. „პაკლონზე“ გამოსული მოდელები თავადაც ვერ იკავებდნენ სიცილს, რომ აღარაფერი ვთქვათ კოლექციით ნასიამოვნები დარბაზის რეაქციებზე. 

ერთად ერთი პოზიტივი, რაც ამ ვიკს გააჩნდა იყო გოდფრი დინის ვორქშოფი, რომელიც სიმონ ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა. ძალიან სასარგებლო რჩევები მისცა ადგილობრივ დიზაინერებს კომუნიკაციასთან და დეფილეს გამართვასთან დაკავშირებით. 

აი ასე უნიათოდ ჩაიარა საქართველოს მოდის მეოთხე და სავარაუდოდ უკანასკნელმა კვირეულმა. დიზაინერები გამაიმუნდნენ, ხალხი გაერთო, აჭარა თავისუფალია...

6 comments:

  1. ფახრია :დ

    ინფორმალის ჩვენება არ მომეწონა. არუთინოვთან უკეთესი კოლექცია ვნახე ვიდრე ველოდი. დანარჩენი მგონი ყველაფერში გეთანხმები :) მე ახლა ვწერ შემაჯამებელ რევიუს ტაბულასთვის და შავი ფიქრების ტყვეობაში მყოფს მომისწრო ამ პოსტმა :დდ

    ReplyDelete
  2. ხო მესმის. ელიზბარაშვილის ფეხსაცმელი დამავიწყდა რომ აღმენიშნა. და კიდევ ის, რომ თექა არასდროს მომწონდა კულიანის კოლექციის (ნუ ქსოვილის) სანახავად ყველა სტუმარი ავიდა კულისებში. დააშეარე რა პოსტი

    ReplyDelete
  3. mixaria, rom ertaderti adamiani ar var vinc tvlis rom saqartvelos modis kvireuli sruli kraxia. erti imashi ver dagetanxmebi rom keti chxikvadzis koleqcia sashualo iko. ar vici ra kriterimit apasebt, magram chemtvis sashualoze dabali donis iko. vukurebdi rogor dadiodnen podiumze modelebi da tavshi erti rame mitrialebda- rom am qals peri "esmis":) ostatia perta shexamebis!:D mokled sruliad gamopituli, energia gamoclili, uninspired( kargad jgers inglisurad es sitkva) da guldackvetili( ragac mxriv) gamovedi rustavelis teatridan/

    p.s. araamqvekniuri iko salome amanatashvili am sitkvis pirdapiri mnishvnelobit:)arada mgoni axalgazrda gogoa :D ..tu ar vcdebi..

    ReplyDelete
  4. ahha:)))daan magari postia!!! respect

    ReplyDelete
  5. არაანონუმურობის კვალობაზე შენი პოსტი საკმაოდ გულახდილია. რესპექტ შენ თუ კაია :)

    ReplyDelete