Monday, December 12, 2011

Tbilisi Fashion Week SS 2012 - ვისთვის?


მიხარია, რომ კვლავ შემიძლია მივესალმო ჩვენს ერთგულ მკითხველს. გთავაზობთ კოლექტიურ პოსტს, რომლის შექმნაში რამდენიმე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წინასწარ გაფრთხილებთ - თუ გრძელი პოსტების კითხვა გღლით, შეგიძლიათ წინა პოსტები გადაიკითხოთ. აქ ბევრი რამე დაგროვდა და რომ არ მოგვეყოლა არ შეიძლებოდა.

ბლოგერები

მინდა სიხარულით აღვნიშნო რამდენიმე ახალი ბლოგერის გამოჩენა თბილისის მოდის კვირეულზე. ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ბლოგერების (თაა, ფრეია) გარდა ძალიან კარგი ბლოგები აღმოვაჩინე ნატუკა ქარქაშაძესთან   (ბლოგის იუბილეს ვულოცავთ) და ანო ბანოსთან. ისინი ძირითადად მსოფლიო მოდაზე წერენ და არც ბედკრულ საქართველოს ივიწყებენ. თან ორივე ძალიან მოხდენილი და ლამაზი გოგონაა. წერენ კომპეტენტურად, აქვთ გემოვნება, კარგად არიან ინტეგრირებული მსოფლიო მოდაზე ბლოგინგის სტრიმში. 

როგორც გახსოვთ, ჩვენი ბლოგი ოდნავ განსხვავებულ დატვირთვას ატარებს. ჩვენი მიზანი ნაკლებადაა დიზაინერის კოლექციის დეტალური ლუქის გარჩევა, ტენდენციებზე, ფაქტურაზე, სილუეტზე და ა.შ. მსჯელობა. რადგან ჩვენი მიზანი არაა მსოფლიო მკითხველს გავაცნოთ „ახალგაზრდა“ „ტალანტები“ და მათ აღმოჩენასა და გაყიდვას შევუწყოთ ხელი. ჩვენ უფრო იმის ძიებაში ვართ თუ რა დგას ქართული მოდის უკან და საით მიექანება ის. Expose არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ამის გარეშე ხდება ის, რაც ხდება - იქმნება არასეზონური კოლექციები, იკერება პოტენციური მყიდველის ზომებზე, რომ კოლექციამ ხარჯი ამოიღოს. ეს გასაგებიცაა, ბაიერები ქართული მოდით აღარ ინტერესდებიან. შესაბამისად ჩვენი შრომა ვერასოდეს დაფასდება. იმის გამო, რომ რომელიმე კოლექციას გავაპიარებთ არც არავინ გამოგვივგზავნის პირველი რიგის მოსაწვევს, არც ჩვენებაზე არშეშვება გვემუქრება კრიტიკის გამო. ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ იმას, რაც მოგვწონს და რაც ვიცით.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი პათოსის მიმდევარი ბლოგერების გამოჩენა. ჯერ იყო და შაკო ნიკვამ დაწერა საქართველოს მოდის კვირეულზე (საშკა ლაჟოლის მიმართ მიკერძოებას ვერ გაექცა). მერე, ჩვენი ნიშის დაკავებას შეეცადა გიორგი სარიშვილი-ვაზოვსკისა საკუთარი ბლოგით. იგი მონდომებით ადევნებდა თვალს ყველა ჩვენებას, აკეთებდა ჩანაწერებს და იღებდა ფოტოებს. თუმცა მის ბლოგს რომ გადავხედე ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუვდა. ტექსტი და ფოტომასალა აშკარად არ მეყო. თან ემჩნევა, რომ მისი შეფასებები ძირითადად პირად შთაბეჭდილებებზეა აწყობილი და „სკანდალურ“ ინფორმაციასაც მხოლოდ საკუთარი, ძალიან ვიწრო საურთიერთობო წრეზე დაყრდნობით გვაწვდის. თანაც მიკერძოებას ვერც ის გაექცა. ეს განსაკუთრებით George JB-ს შემთხვევაში გამოჩნდა. გახსნის after-party-ზე ცოტა დააკლდათ, რომ ერთმანეთი საჯაროდ ეთრიათ თმით (ნუ ან იმით, რაც თმის ადგილზე ეგულებოდათ). ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ გიორგი შაღაშვილი გააკრიტიკა და თქვა, რომ მისი გადაბმულმკლავიანი ზედა გიორგი ქებურიასგან იყო მოპარული. გასაგებია, რომ გიორგი ქებურიას გვერდით იჯდა მთელი კვირეულის განმავლობაში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მეტთან ვერც ვერავისთან იპოვნის ადგილს, მაგრამ ეს ხომ არ ამართლებს იმას, რომ ინსპირაციის უფრო ღრმა წყაროებზე იფორმაცია არ გქონდეს. მოკლედ, დებიუტისთვის გაბედული იყო და იმედს ვიტოვებთ, რომ განათლდება, დაიხვეწება, პირადი შთაბეჭდილებების გარდა უტყუარ ფაქტებსაც დაეყრდნობა და ა.შ.

სტუმრები

არ იყვნენ. აი ასე, უბრალოდ არ იყვნენ. არადა ძალიან მაგარ სტუმრებს ველოდით, რომელთა ჩამოყვანაზე რა თქმა უნდა Société Anonyme-ს უნდა ეზრუნა. და იზრუნა კიდეც, უბრალოდ, კვირეულის დაწყებამდე 2 დღით ადრე დაუქენსელეს. არ ვიცი რა უნდა ყოფილიყო ამაზე მნიშვნელოვანი, რომ ფულის დაზოგვა გაემართლებინათ ორგანიზატორებს. ის კი ფაქტია, რომ სოფო ჭყონია ძალიან უხერხულ მდგომარებაში ჩააყენეს, თითქოს ის არ ეყოფოდა, რისთვისაც უნდა ეცქირა შემდგომი 4 დღის განმავლობაში. სამაგიეროდ უხვად იყვნენ „ღმერთს გეფიცები ჩემიდედაშევეცი“ ჯილაგის ძველი ბიჭები. მაინც არ მესმის, რატომ იკლავენ თავს მოდის კვირეულზე სიარულით - მოდელი გოგონები ხომ მათნაირ საქმროს არ ეძებენ. ასე რომ იყოს, მოდელობით სულაც არ შეიწუხებდნენ თავს და პირდაპირ ბირჟაზევე გათხოვდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოდის კვირეულის სტაფი ჩვენებებს ლამისაა მთელი ოჯახებით ესწრებოდნენ. კვლავ მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ საქართველოს მოდის კვირეული არ დამთავრებულა, როგორც პროექტი და ის კვლავაც გაგრძელდება. ეს საუბრები თითქმის ისეთივე დამღლელი ხდება, როგორც კოლექციები თვითონ კვირეულზე.  

Side events

გრატო პასაჟში შოურუმი და აქსესუარების ტრადიციად ქცეული გამოფენა ფუნქციონირებდა. მკლავს ქართული ბიჟუ არტი. სულ რამდენიმე ტანსაცმლის დიზაინერის კოლექცია ეკიდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ გოლა ყველაზე კარგად გაიყიდა. უნდა ითქვას, რომ უტა-ლევანის კოლექციის მიღმა, რომელმაც ბევრს გაუცრუა მოლოდინი პიერო ლე ფუ+ ში ამ დიზაინერული დუეტის ძალიან კარგი მაისურები შეიტანეს.

კვირეულის გახსნა ჟურნალ ამარტას სპეციალურ გამოშვებას დაეთმო. როგორც ჟურნალის გარეკანი გვამცნობდა ის თითქმის სრულად დაეთმო თბილისის მოდის წინა კვირეულის პრეზენტაციას. ფორმატის ცვლილება ძალიან მომეწონა, ის გაცილებით ფართო ფორმატზე იყო დაბეჭდილი და შედარებით თხელი იყო, რაც მისი იღლიაში ამოდებას და მოხერხებულად ტარებასაც აადვილებდა. ეს კი ჟურნალის ფორმატის შეფასების ჩემ პირად კრიტერიუმებში ძალიან მნიშვნელოვანია. შარშანდელი ნიუქამერების კოლექციები განსხვავებული ფაქტურის ქაღალდზე იყო დაბეჭდილი, რაც ძალიან კულტურულად მომეჩვენა.
კვირეულის მესამე დღეს მავნესთან კაფე რულზში კატალოგის სახელად Look Book პრეზეტაცია გაიმართა, რომელშიც თბილისისა და საქართველოს მოდის კვირეულის ლუქები იყო თავმოყრილი. კატალოგი ძირითადად მასში წარმოდგენილმა დიზაინერებმა შეიძინეს 30 ლარად. 

ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულმა after party-ებით გაგვანებივრა. ყოველ საღამოს იმართებოდა სხვადასხვა ადგილას. პირველი და ბოლო დღე ძალიან საინტერესო ადგილას გაიმართა, კერძოდ კაფე გალერიში, რომელიც თბილისური ბოჰემის თავშესაფრადაა მიჩნეული. ამჯერად გალერიმ გლამურს გაუხსნა კარი. 

სკანდალი

ძალიან ბევრი სკანდალი გათამაშდა კვირეულის მეორე და მესამე დღეს. ყველაზე პოპულარული მაინც ორი იყო. სოფო ჭყონიამ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ თბილისის აკადემიის ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტზე სტუდენტებს არაფერს ასწავლიანო. ამით მან მაკა ბახტაძის რისხვა დაიმსახურა, თითქოს ტყუილი ეთქვას. გარდა ამისა, თიკო სადუნიშვილმა გამოაცხადა, რომ მან ნახა ავთანდილთან კიევიდან გამოგზავნილი მესიჯი, რომლითაც უკრაინის მოდის კვირეულის ხელმძღვანელობა მას დაბრუნებას სთავაზობდა ბიჭოლას დაბლოკვის ფასადაც კი. ბიჭოლას რეაქციამაც არ დააყოვნა, კიევს დაუკავშირდა, წერილი მოაწერინა, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერებოდა და ომმა ფეისბუქის კედლებზე გადაინაცვლა. უცნობია, როგორ მოგვარდება ეს სიტუაცია. იმედი გვაქვს მსხვერპლით არ დასრულდება, რადგან როგორც ბოროტი ენები ამბობენ ლაკო ბუკიას სტუდიის გახსნაზე მისული ბიჭოლა ავთანდილს ეუბნებოდა ჩანგლით ვარ მოსულიო (ალბათ მოროშკინა-ფხაკაძის ფატალური შეტაკებით შთაგონებული). ისიც გაირკვა, რომ ავთანდილი კალაძეების ოჯახში რეკავს და ბიჭოლასთან თანამშრომლობის შეწყვეტას ითხოვს. ამის მიზეზად კი ამ უკანასკნელის უნიჭობას ასახელებს. ამ დროს კი ანუკი-ბიჭოლას კაბას ჯიჯი რეჯინი მერსედეს ბენცის კალენდრისთვის იღებს. 

თავად თიკო სადუნიშვილი კი ფაქტირუად არალეგალურად შეიჭრა დათუნა სულიკაშვილის ჩვენებაზე. ცნობილია, რომ თიკოს დათუნა ემდუროდა, თუმცა რამდენიმე ხნის წინ თითქოსდა შერიგდნენ. მაგრამ დათუნამ მას მერე კვლავ გაამკაცრა თიკოს მიმართ სანქციები, რაც თიკო დათუნას და შაღაშვილის ტალინში დაწყებულ დაპირისპირებაზე ალაპარაკდა. თიკოს ნებისმიერ ფასად სურდა ბექსთეიჯში შეჭრა და ამისათვის დალი ჩიტალაძე დაითანხმა კამერით და მიკროფონით შესულიყო, და მოეტყუებინა, რომ დილის გადაცემაში მოდის რუბრიკის წაყვანა დაიწყო. ქალბატონმა დალიმ კი გაიღო ეს მსხვერპლი ქართული მოდის განვითარების სახელით, მაგრამ ჩვენებამდე კულისებში ჩიტიც კი არ შეფრენილა. მიუხედავად ამ პრეისტორიისა, დათუნას შოუდან გამოსული თიკო ძალიან კმაყოფილი ჩანდა ნანახით. თუმცა შემდეგ დათუნას ფარული კამერით გადაღებული კადრები დაუჩეხა და ისე გამოიყვანა, რომ ინტერვიუს მიცემაზე დაყოლიების მცდელობა ამ სიტყვის - მიცემის მისტიურ ორაზროვნება წარმოჩენილიყო. იმასაც მოვკარით ყური, რომ ამის გამო დათუნა სასამართლოში ჩივის. რაღაც ძალიან შფოთიანი ზამთარი მოვიდა. ყველა სასამართლოში ჩივის. თუმცა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჯობია არტილერიაში მორტყმულ ჩანგალს.  

კოლექციები

მოდით ასე მივუდგეთ ამ ამბავს -ყველამ მშვენივრად იცის ტრენდიც, ისიც, რომ პლაგიატი იმდენად უინტერესოა, რომ მის გაკეთებაზე ფიქრზეც კი აღარ ღირს დროის დახარჯვა - ინტერნეტი ყველას აქვს. ის, რომ რამაზო რომას გარდა სეზონი არავის წარმოუდგენია სულაც არ ადარდებდა ორგანზიატორებს, რომელთაც კვირეულის ბანერებზე ამაყად დაიტანეს გაზაფხული-ზაფხული. თუმცა რამაზო რომას კოლექციის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ სეზონს აცდენა ყველაზე მსუბუქი დანაშაული იყო, რაც დიზაინერებმა ამ კვირეულზე ჩაიდინეს. რბილად რომ ვთქვათ საცურაო კოსტიუმზე მოსასხამების ჩვენებისას მოდელების მკერდისთვის თვალის შევლება ზედმეტ ძალისხმევას არ მოითხოვდა. ერთმა მოდელმა დიდი გაჭირვებით გააღწია პოდიუმიდან კაბით. ჩვენებამდე პრეფორმანსი იყო - მეტალის აქსესუარებით გაფორმებული ვარცხნილობებით რამაზომ იმდენი ობჯექთი გამოფინა, რომ ბიჭოლას კოვზები აღარავის ახსოვდა. ჩვენების ბოლოს ის შორენა ბეგაშვილთან და ნანკა კალატოზიშვილთან ერთად გამოჩნდა პოდიუმზე. მეტიც, მთელი პოდიუმი დიდის ზარ-ზეიმით გამოიარა. მგონი მიაჩნია, რომ ძალიან წარმატებული ჩვენება იყო. თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს უფრო მისი სამშობლოში დაბრუნების სტეიტმენტი უფრო იყო ვიდრე ჩვენება. მის შოუში დასაქმებული მოდელები ცალკე თემაა - როგოგრც ჩანს უკრაინელ ტოპებს, როგორც დაანონსებული იყო - რაღაც სხვა კრიტერიუმებით არჩევენ, ვიდრე ეს დანარჩენი კაცობრიობისთვის იყო ცნობილი (პროპორციით 110-70-130). ნუ ყოველი შემთხვევისთვის კოლექციებისგან განსხვავებით ამ გოგონებს ბაერები არ მოაკლდებოდნენ.



საერთოდ ვერ მივხვდი რისი თქმა უნდოდა თამანინის და ეთის. გეომეტრიული ვსტავკები და პიჟამოები რა მოსატანი იყო ვერავინ მიხვდა. როგორც ზემოთ აღვნიშნე შარშანდელი კოლექციის შემდგომ წარმოშობილი მოლოდინი აბსოლუტურად ვერ გაამართლა უტამ, რომელიც ამჯერად უტა ლევანის ბრენდით იყო წარმოდგენილი. უტა კარგი არტისტია, თუმცა ძალიან ეკონომიურად შეკერილი კოლექცია მოდის კვირეულზე გამოსატანად კი არა ლონდონის ბრიქლეინის მაღაზიებში ჩასაბარებლადაც ზედმეტად უბრალო აღმოჩნდა. ხო და ამდენი მცდელობის შემდეგ გადავწყვიტე „ატარეზე“ უბრალოდ არ წავსულიყავი. ეს ერთად ერთი ჩვენება იყო, რომელიც გამოვტოვე და მისდა საბედნიეროდ ვერც ვერაფერს ვიტყვი.
თამანინი
უტა
უტა

დანარჩენ კოლექციებს პირობითად ორ ნაწილად დავყოფდი - თბილისელი გოგოების და ბიჭების გაკეთებული კოლექციები. მინდა ვაღიარო, რომ ძალიან საინტერესოდ გადანაწილდნენ - თამუნა ინგოროყვა, 10ა (თეონა თავართქილაძე და იკა ბობოხიძე) და ტატუნა ნიკოლეიშვილი. ინგოროყვაზე რა გითხრათ - платя в пол და აბრეშუმი იმდენად მაღიზიანებს, რომ პალტოების ხათრითაც კი ვერ ვაპატიებ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ისეთი ფეხსაცმელი ყველაზე ცუდ კოშმარში ნახვას რომ არ უსურვებ ყველაზე მოსისხლე მტერს. 
თამუნა ინგოროყვა

10-ა

10-ა

ტატუნა ნიკოლეიშვილი
 10ა-ს ძალიან ლამაზი ნაჭრები ჰქონდა. კოლექცია ცოტა მეჰიპსტერა კიდეც, რომ არა დაღეჭილ-გადაყლაპულ-მონელებული ყველაფერი დანარჩენი. მოკლედ როგორც ინგოროყვა ისინიც თავისუფლად გაყიდიან კოლექციას. რისი თქმაც შეიძლება გამიჭირდეს ტატუნა ნიკოლეიშვილზე. თამბაქოსფერი დაწნული სვიტერებით დაიწყო და გაურკვეველი მოტივებით შთაგონებული არც თუ ისე ლამაზი დეკონსტრუქციებით დაასრულა. არ ვიცი რატომ მოუვიდა. წინა კოლექცია აშკარად უჯობდა.

ბიჭები...

დათუნა სულიკაშვილი

დათუნა სულიკაშვილი - კრისტის ბენეფისი
ასე პირობითად დავარქვი დიზაინერთა ამ ჯგუფს, რადგან ყველა მათგანს ჰქონდა რაღაც ბიჭურად საინტერესო ქალების კოლექციაში - ზოგმა განსაკუთრებული ქალურობა წარმოაჩინა (დათუნა სულიკაშვილი) ზოგმაც განსაკუთრებული და სპორტულ-ფეტიშისტური (გიორგი ამირეჯიბი, გოლა), ზოგმა იამამოტოსეული დეკონსტრუქციიდან კვლავ ძალიან ქალურ ფორმებამდე მიგვიყვანა (გიორგი შაღაშვილი), ზოგიც სრულებით გასცდა თბილისური კლიენტელის არეალს და ძალაინ არათბილისური ქალი გვანახა (გუდუ, ნიკოლა გრიოგორიანი). საბოლოო ჯამში ყველა ამ კოლექციის ხილვა ნამდვილად ღირდა. განსაკუთრებული შოუთი, დასრულებული და აქსესუარებით გაფორმებული კოლექციით  დათუნა დაემშვიდობა თბილისის მოდის კვირეულის პუბლიკას; კონცეპტუალური დატვირთვისთვის არც ამჯერად უღალატია შაღაშვილს (ტრადიციულად დამთრგუნველი მუსიკალურ-ვიზუალური თანხლებით), ამირეჯიბის კოლექცია ძალიან ხარსიხიანი და შეკრული იყო გლადიატორული აქსესუარებით; გრიგორიანის „ჩუბიკურ“ კოლექციას ბევრი ღირსება ჰქონდა, რაც ძირითადად აქსესუარებში და ტყავის დამუშავების ნამდვილ ტალანტში წარმოჩინდა; გუდუს, მიუხედავად არასრული კოლექციისა და აუხსნელი სთაილინგისა რამდენიმე ძალაინ დამამახსოვრებელი პიჯაკი და ზედა ჰქონდა, გოლას კი ბევრი ლამაზი კაბა და კარგი კატური სთაილინგი ჰქონდა catwalk-ზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ცოცხალ მუსიკაზე სალომე კორკოტაშვილის შესრულებით. 

გოლა  
გოლა
გიორგი ამირეჯიბი

გიორგი ამირეჯიბი
გიორგი ამირეჯიბი

გიორგი შაღაშვილი
გიორგი შაღაშვილი
ნიკოლა გრიგორიანი

ნიკოლა გრიგორიანი
ნიკოლა გრიგორიანი
გუდუ
გუდუ
გუდუ
გუდუ

საბოლოო ჯამში არ ვიცი როგორ შევაფასოთ თბილისის მოდის კვირეული, რომელიც არც სეზონში იჯდა და ვერც ბაიერებით დაიტრაბახებდა. ვიცი ის, რომ თუ რამე არ შეიცვალა ძალიან მალე ნებისმიერი მსგავსი პროექტი მოკვდება. დაიღლებიან დიზაინერები, უკვე დაიღალა პუბლიკა, ალბათ თვითონ ორგანიზატორებიც დაიღლებიან. მაინც იმედი მაქვს, რომ სულ რაღაც ბოლო ორ წელიწადში მიღებული გამოცდილება გარკვეულ როლს შეასრულებს მოდის ინდუსტრიის განვითარებაში. ისე, მოდის კვირეულები ნაკლებად სტრესულ და გასართობ საღილაო ივენთებად ყალიბდება. ეს რაღაცით საინტერესოც კია. ბოლო-ბოლო ამდენ სკანდალს დროში ასე შემჭირდოვებულად სხვაგან აბა სად მოვესწრებოდით.




13 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. სამაგიეროდ უხვად იყვნენ „ღმერთს გეფიცები ჩემიდედაშევეცი“ ჯილაგის ძველი ბიჭები.

    ამ ფაქტს ვადასტურებ – ჩემი თვალით ვნახე, ჩემი ყურით მოვისმინე – ვიღაც მაგათთაგანი გუდუს ჩვენების მერე რომ რარაც საიცრებებს ბლატაობდა :დ :დ :დ

    ReplyDelete
  3. ძაან კაი პოსტია : )))))))))
    by the way აქაც www.policeinfashion.blogspot.com შეგიძლია იხილიო და წაიკითხო წლევანდელი თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებების შესახებ ერთი-ორი ტკბილი სიტყვა

    ReplyDelete
  4. დალინკულია თქვენი ბლოგი ამ პოსტში

    ReplyDelete
  5. ვიცი, სწორედ მაგიტომ დაგიპოსტეთ, რომ უფრო გარკვევით იკითხოთ პოსტები : )))))))))

    ReplyDelete
  6. ახლა აღმოვაჩინე ეს ბლოგი. მომეწონა, სასიამოვნოდ და საინტერესოდ წერს ავტორი, მაგრამ ეს შავზე თეთრი რა უბედურებაა??? ყველზე ნუბი ბლოგერებიც კი აღარ იყენებენ ასეთ სტილს! მეორე აბზაცზე უკვე აჭრელებული მქონდა თვალი და ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა პოსტის ბოლომდე ჩასაკითხად! იზრუნეთ მკითხველზე! რაც არ უნდა კარგად დაწეროთ, კითხვა თუ არ იქნა სასიამოვნო პროცესი, არაფერი გამოვა.

    ReplyDelete
  7. Anonymous დიდი მადლობა შენიშვნისთვის. ცოტა გავაბაცეთ. თეთრ და ჭრელ ფონს ვერ დავდებთ - მოგვიტევეთ. იმედია ასე გაგიადვილდებათ.

    Giorgi Sarishvili-Wazowski ანუ მაგიტომ დაგვილინკეთ? :)

    ReplyDelete
  8. dzaan sasacilo postia, kvelafeshi getaxmebi. sashinlad araorganizebuli tfw iko da guestebic marazmatiki xalxit daxunzluli prosta wazowskis blogi martla realurad gadmoscemda kvelafers da shaghashvilis, tamaninis da a.sh. xalxis kolekciaze rac dacera vetanxmebi potomasalitac amtkicebs imas, rasac ambobs. : ))))) keburiaze kide savaraudod, imitom ar dacera ro wlevandel tfw-ze ar gamodioda :))) rato kacma ver daadgina :D:D:D da shenc ro potomasala mogkondes an amtkicebde shens azrs kai ikneboda. ise kai blogia.. warmatebebi
    prosta rasac ambob unda davijerot da marto winadadebas ar unda daveyrdnot,saintereso wasakitxi postebi gak, keep going.

    ReplyDelete
  9. გმადლობ. თუ რამის გადამოწმება გსურს კონკრეტულად გვკითხე და დავადასტურებთ. ტყუილში ვერავინ მოგვედავება. ეს ჩვენი ოქროს წესია. რად უნდა მოტყუება ისეთები ხდება :-)

    ReplyDelete
  10. Nice :)

    იცი რა არის, თუ GFW-ს ჰყავს ფახრია, TFW-საც ხომ აქვს უფლება ჰყავდეს თავისი ფახრია? :დ ასე რომ, ძალიან ნუ დავჩაგრავთ რამაზოს )))))))))

    ReplyDelete
  11. ნიკოლას და 10ა -ს კოლექციები მომეწონა მე ყველაზე ძაან

    ReplyDelete
  12. გიორგი ამირეჯიბი,გუდუ,ტატუნა ნიკოლეიშვილი,დათუნა სულიკაშვილი,კრისტის ბენეფისი


    ყველაზე ბანძი დიზაინერების კრებული

    ReplyDelete
  13. Anonymous კარგი იქნება თუ არგუმენტირებას გააკეთებ. როგორც ხვდები არაარგუმენტირებული მსჯელობის ადგილი ეს ბლოგი ვერ იქნება. სიბანძეში რას გულისხმობ? ანუ აქ ჩამოთვლილ დიზაინერებს აბსოლუტურად სხვადასხვა სტილის სამოსის შექმნა მოსწონთ და მაგის მიხედვით ვერ დავაჯგუფებდი. მეორეც შეფასების შენეული კრიტერიუმი ძალიან ზოგადია. ხოდა არ ვამბობ რომ რამეში გეწინააღმდეგები - უბრალოდ, ახსენი

    ReplyDelete