Sunday, March 27, 2011

BE NEXT, ანუ ვინ იქნება შემდეგი

ცოტა არ იყოს მომენატრეთ. ახლა, როცა ამ პოსტს ვწერ ისე მიხარია ვერც კი წარმოიდგენთ. რატომ? - იმიტომ, რომ ბევრი ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის.


დავიწყოთ იმით, რომ 25 მარტს სასტუმრო საქართველოში ჯიჯიმ თავისი ”ფარაჯანოვი” გაიმეორა. ასეთი კულტურული ეთნო fashion რა ხანია არ მინახავს. მართალია იურა მეჩიტოვმა ამ პროექტის გამო ჯიჯი გამოლანძღა და ახლაც, 2 დღის წინ სიმონიკო მაჩაბელმა თქვა, რომ ძალიან ზედაპირული ნამუშევარიაო - მე მაინც მგონია, რომ ჯიჯიმ საეტაპო პროექტი შეასრულა. ამის ერთ-ერთი დადასტურება ისიცაა, რომ გასულ ოქტომბერში, როდესაც ჯიჯიმ პირველად აჩვენა ”ფარაჯანოვი” ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა კოსტიუმერმა უტა (პაატა) ბექაიამ ბრძანა, რომ ეს პროექტი რომ ნიუ-იორკში რომ ჩამოიტანო ერთ დღეში გაიყიდებაო. 




ბევრი ხალხი მოვიდა, უბრალოდ, დაგვიანებით. ბედის ირონიაა თუ რა არ ვიცი, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ჯიჯი მზად იყო დანიშნულ დროს დაეწყო გამოფენა (რაც მას ასე არ ახასიათებს), მაგრამ ხალხი არ ჩანდა (იცოდნენ რა, რომ ჯიჯი, როგორც წესი გვიან იწყებს ხოლმე). დაგვიანებით, მაგრამ მოვიდა რაღა თქმა უნდა ყველა. 




ჯიჯი ამ ფაქტით, როგორც ხედავთ ძალიან კმაყოფილი ჩანდა. ამ ფოტოზე ზურგით მდგარი ლამაზმანი ნია გრძელიძეა, რომელიც პროექტის მუზად და ერთადერთ მოდელად მოგვევლინა.


კიევიდან დაბრუნებული (უკვე მეუხერხულება ამის დაწერა) ბიჭოლა და ანუკიც მოვიდნენ. ვეცადე გამერკვია რა გამოხმაურება მოჰყვა მათ ჩვენებას კიევში, თუმცა, იმის გარდა, რომ ”კაზაკებს” მაგარი პერსპექტივა აქვთ და რომ ბიჭოლა მათ დაუპადრუგდა ვერაფერიც ვერ გავიგე. 






ანუკი, როგორც ყოველთვის ძალიან ლამაზი იყო (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ფაქტიურად იტალიის დროშაში ჩაცმული მოვიდა).


მოკლედ, არაფერი ახალი, მაგრამ გამოფენამ საინტერესოდ ჩაიარა. საინტერესოდ იმიტომ, რომ ბევრი ამბავი შევიტყვე იმაზე, თუ რა მოხდებოდა მომდევნო დღეს სასტუმრო საქართველოში ჯერარგახსნილ კლუბ etage-ში (რომელიც 15 აპრილს ოფიციალურად გაიხსნება). 




მოკლედ, გუშინდელი დღეც გათენდა. BE NEXT, ანუ კონკურსი, რომელიც ემსახურებოდა ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერების გამოვლენას. სოფიკო ჭყონია (სხვათაშორის პასპორტშიც სოფიკო უწერია) მოგვესალმა და ჟიური წარმოგვიდგინა:
 თავმჯდომარე დონალდ პოტარდი, რომელმაც თავის დროზე ჟან პოლ გოტიე აღმოაჩინა
წევრები: 
ლეგენდარული ზულეიკა, რომელიც მრავალთა მუზა გახდა, მათ შორის ფრანგი ფოტოგრაფიული დუო პიერ და ჟილისაც.
მარანგონის მოდის სკოლის წარმომადგენელი დიანა მიურეკი
პოლი ლოჰანა, რომელიც ახალგაზრდა დიზაინერების აღმოჩენითაა დაკავებული
ქართველთაგან ჟიურიში იყვნენ ჟურნალ ამარტას გამომგცემელი ირინა ყაჭეიშვილი, Be Next-ის ფონდის დირექტორი მარინა გუნია და მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი. 


ჟიურიმ ჩვენებამდე რაღა თქმა უნდა იცოდა გამარჯვებულთა ვინაობა. ეს იქიდანაც ჩანდა, რომ რამდენიმე მონაწილის ჩვენებისას თავმჯდომარე საკუთარი კამერით იღებდა ვიდეოს. დანარჩენი კონკურსანტების დროს კი მას უბრალოდ ეძინა. 








რამაც ამ კონკურსზე გამაღიზიანა იყო ის, რომ ჩვენება, რომელზეც 22 ახალბედა დიზაინერისთვის უნდა გაგვეძლო 1 საათის დაგვიანებით დაიწყო. მეორე, რამაც არანაკლებად გამაღიზიანა - იყო სტუმრების განთავსების წესი. დიზაინერები, მოქმედნი თუ არაფრისმაქნისები მე-3 რიგში ისხდნენ. პირველ რიგში კი (ეიჯიზმში და სნობიზმში ნუ დამადანაშაულებთ) დინოზავრების ყველა საყვარელი ბებო იჯდა. ძალიან ბევრი დააკლო პირველმა რიგმა ზოგადად კონკურსის გამართვაზე შთაბეჭდილებას. აბა თავად განსაჯეთ საპირველრიგოდ ჩაცმული ირმა შარიქაძე და ია კიწმარიშვილი როგორ ვარდებიან საერთო ხედიდან (საერთო ხედი იხილეთ მათ მარცხნივ)





ახლა რაც მომეწონა:
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ჯიჯის ახალი ”კანიოკით”. ანუ მან ყველა დიზაინერის ნამუშევარი გადაიღო და მშვენივრად დაასინთეზა ვიდეო stop motion-ის ეფექტით. ამის ერთი მაგალითია ლაშა მდინარაძის ვიდეო:

(რატომღაც ინსერტით ვერ პოულობს, ამიტომ ლინკს დავაგდებ)

http://www.youtube.com/user/BENEXTcontest#p/a/u/1/4Uzata_hNIA

რაც შეეხება კონკურსანტებს. ამ ვიდეოდანაც ჩანს, რომ ლაშა მდინარაძის მიერ ნაჩვენები ნამუშევრები ძალიან მომეწონა. გარდა ამისა მომეწონა გოლას (გიორგი ზუმბულიძე), ბუცას (სოფო ივამიძე), დავით ციკოლიას და თეო გარდაფხაძის (Informal). 

სამარცხვინო რა იყო? ანუკა ქებურია. მართლა სამარცხვინო იყო. თან რატომ გადაწყვიტეს, რომ სპეციალური პრიზი დაეწესენინათ აქსესუარებისთვის და ისიც ქებურიასთვის მიეცათ ვერ მივხვდი. კიდევ ერთი საპატიო პრიზი დააწესეს ”იმედის მომცემი ტალანტი” (რომელიც სოფო ჭყონიამ ”დამაიმედებლად” თარგმნა :-))
ეს უკანასკნელი კი ძალიან ახალგაზრდა George J B-მ მიიღო. ის და ციკოლია კონკურს «Русский Силуэт»-ზეც გაემგზავრებიან ჩვენი ერთმორწმუნე მეზობლის დედაქალაქში. 
რაც შეეხება პრიზიორებს. მე-3 საპატიო ადგილი ქეთევან ჯოლოხაძემ დაიკავა (აღარც კი მახსოვს რომელი კოლექციით). მე-2 ადგილი დამსახურებულად მისცეს ლაშა მდინარაძეს, რომელიც მოდის სახლ ”მატერიას” წარმოადგენდა. აი პირველი ადგილი კი ვერავინ მიხვდა რატომ მაგრამ ლიკა ყუბანეიშვილმა აიღო აი ამის გაკეთებისთვის:





ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ჟიურის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. როგორც ახსნეს იმიტომ მისცეს პირველი ადგილი, რომ თვითონ, საკუთარი პაწაწუნა ხელებით შექმნა ყველაფერიო. რა ვიცი, რა ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გოგო მარანგონში გაივლის საზაფხულო კურსს. აი დანარჩენ ორ პრიზიორს კი სტაჟირება ელის პარიზში რომელიმე მოდის სახლში. თუ სად, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

 George J B იგივე გიორგი გებისაშვილი (?) ცრემლად დაიღვარა, როდესაც ჟიურის თავმჯდომარემ პირადად მიულოცა წარმატებული დებიუტი და უთხრა, რომ მას მშვენიერი იუმორის გრძნობა აქვს, რაც მოდაში მნიშვნელოვანიაო (ის ალბათ მის თავზე მოკალათებულ აზღუდს გულისხმობდა). 







გულდაწყვეტილები ჩანდნენ გოლა და თამუნა კოპალიანი A.K.A პეპელა, რომელთაც ვერაფერი აიღეს. თუმცა, მათი გულისდაწყვეტა ხსენებადაც კი არ ღირს იმასთან, რაც შაკო ნიკვამ განიცადა - ის უბრალოდ ცხარე ცრემლით ტიროდა. ის თბილისის პირველი მოდის კვირეულის ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსის გამარჯვებული იყო. მას ფულს დიდ ხანს არ აძლევდნენ და მერე რაღაც მისცეს. ამ ფულით შეკერილი კოლექცია კი კონკურენტ - საქართველოს მოდის კვირეულზე გაიტანა. ნამდვილად არ იყო წინდახედული ნაბიჯი, ვინაიდან, როგორც გუშინ შევიტყვე მაკა მეტრეველი სამზარეულოს უბრუბდება და სულ რამდენიმე დღეში გასამართი კვირეულიც უკანასკნელი იქნებაო. 

აი ასე, რა საჭიროა ეს ორი სათაური (თუ კვირეული), თბილისის მოდის კვირეულმა გაიმარჯვა დაძაბულ ბრძოლაში (როგორც მოსალოდნელი იყო). ერთი სული მაქვს როდის დაგიწერთ საქართველოს ბოლო მოდის კვირეულზე. მანამდე კი გეტყვით, რომ 2-3 სახელის გარდა ვინ არის ეს ხალხი დიზაინერებად რომ ჩაუწერიათ წარმოდგენა არ მაქვს. 

ვგონებ BE NEXT-ზე გაცილებით მეტი შემდგარი დიზაინერი გამოდიოდა. დროებით გემშვიდობებით მათი ჯგუფური ფოტოთი.

 
   

 

5 comments:

  1. მართლა ბოლო საქართველოს მოდის კვირეული იყო? საერთოდ აღარ გაიმართება?

    ReplyDelete
  2. ლაშა მდინარაძეს აქაც ვულოცავ
    წარმატებებს ვუსურვებ, პარიზში მიდის თუ არ ვცდები?

    იმედია ოდესმე ამ ბლოგის ავტორთან ერთად გაოგნებაში აღმოვჩნდები პარიზში გუდოს ჩვენებაზე : :დ :დ

    აი გაოგნება ის იქნება

    სომხის ბიჭებში შეცილებებს აღარ ვართ :დ :დ :დ

    ReplyDelete
  3. მოდის კვირეულის ბედზე ოფიციალურად განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ მე ვიცი, რომ აღარც მაკა მეტრეველს შერჩა ნერვები, აღარც ბაიერები ჩამოდიან, და სოფო ჭყონია რომ არა არავინაც არ ჩამოვიდოდა, აღარც ადგილობრივ თუ მოწვეულ დიზაინერს აღარ აინტერესებს. შესაბამისად ფულის შოვნაც სულ უფრო ურთულდებათ. ტუ გავითვალისწინებთ ყველა ამ დეტალს ამ ხმებს საკმარისზე მეტი საფუძველი უჩნდება

    ReplyDelete
  4. rogor kargad maxsovs es foto vin gadamigo))))shesabamisad blogis shenia)))))))mmmm arada gaxsovs jurnali me?gadageba uangarod;)carmatebebi

    ReplyDelete
  5. ანუკი, როგორ ფიქრობ ამ ბლოგზე ერთი ადამიანის მიერ გადაღებული ფოტოები დევს? :)

    ისე გთავაზობთ ანონიმური პოსტი დაგვიწერო. ანონიმურში ცუდი არაფერია. ადამიანს აქვს უფლება ისე გამოხატოს თავი, რომ ამისთვის არ დაზარალდეს. კონფიდენციალობის გარანტია ამ ბლოგის არსებობის წინაპირობაა.

    ისე საკმაოდ საინტერესო ბოლგერი ხარ. perché non cooperare?

    ReplyDelete